ნანი ჩიხრაძე, თაობების აღმზრდელი, სამართლიანი, კაცთმოყვარე, კეთილშობილი, სათნო და ფაქიზი სულის ადამიანი, სანიმუშო მოქალაქე, საყვარელი პედაგოგი და სამაგალითო პიროვნება, 84 წლის ასაკში გამოაკლდა ჩვენი ქალაქის საზოგადოებას.
ნანი მასწავლებელმა ღირსეული გზა განვლო ცხოვრებისა და მოღვაწეობისა და მას ყველაზე დიდი ჯილდოც არგუნა განგებამ - თავისი აღზრდილების გულმხურვალე სიყვარული. მასზე თუ უთქვამს შემოქმედს, - " მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო, მაგრამ - ათასი შვილის მშობელი..." მართლაც, რომ, დედასავით ძვირფასი იყო მასთან ერთად გატარებული თითოეული დღე, საათი თუ წუთი... ვუმზერდი და ვფიქრობდი, გამუდმებით, ასეთი გარეგნული თუ სულიერი სილამაზე, მისი სიდიადე და სისადავე მხოლოდ უზენაესს თუ შეეძლო გაეერთიანებინა და შეერწყა პიროვნებაში, რომელმაც ნახევარი საუკუნე მიუძღვნა მოსწავლე-მასწავლებლის ყველაზე ლამაზ ურთიერთობას და თან, ისე, რომ საუკუნოდ გაუდგა ფესვები ამ უმაღლეს ადამიანურ ღირებულებას.
დაუვიწყარია ის წეუთები, როცა მასზე სტატიის მოსამზადებლად სახლში ვეწვიეთ ამაგდარ პედაგოგს. გაბრწყინებულ თვალებში თავმდაბლობის სხივი იკვეთებოდა. თუმცა, მაინც დაგვთანხმდა საგაზეთო სტატიის მომზადებაში.
გვსურდა, ხანდაზმულობაში არ ეგრძნო თავი მარტოდ, მხოლოდ ძველის გახსენებაში...
მისი უკვდავი სული მარადის იცოცხლებს, სანამ კაცობრიობა იარსებებს და სანამ ამქვეყნად იქნება სიკეთე, სილამაზე და სიყვარული...
ნანა რაზმაძე
ჩვენს მკითხველს კი ვთავაზობთ გაზეთ "ტყიბულში" (2016 წლის #8-ში) გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, რომელიც საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა, ნათია მურუსიძემ, მიუძღვნა ვალმოხდილი პედაგოგის, ნანი ჩიხრაძის, პედაგოგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების სახელოვნად განვლილ გზას.
ადამიანის საუნჯე - მისი ვინაობაა
,,დაძაბული შრომის შემდეგ ვტკბები თავისუფლებით და ჩემს მოსწავლეებზე საუკეთესო მოგონებებით, მათგან მოწერილი წერილებით, მათთან შეხვედრებით...” - ნანი ჩიხრაძე
,,როცა უნივერსიტეტში ჩავირიცხე, გერმანულ ენას მასწავლიდა უცხო ენის კათედრის გამგე ლ. კვანტალიანი, რომელიც ყოველთვის ხაზგასმით, ყველას გასაგონად აღნიშნავდა, რომ რაიონიდან ჩამოსულებმა ამ დონეზე რუსული ენა არ იციან, არათუ გერმანულიო. როცა მკითხა, ნატო, ვინ გყავდა ასეთი მასწავლებელი, ვინც ამგვარად ასწავლის ბავშვებს უცხო ენასო, ძალიან ამაყად ვუპასუხე, რომ ეს იყო ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი ნანი ჩიხრაძე,” _ ნატო გოგსაძე.
,,ყველა პედაგოგს სწავლების თავისი მეთოდი და სტილი აქვს. ნანი მასწავლებელი ახალ გაკვეთილს რომ ახსნიდა, ყველა ახალ სიტყვას განმარტავდა, მერე ამ სიტყვებით წინადადებების შედგენაში გვავარჯიშებდა და ასე, სიტყვა-სიტყვით ამდიდრებდა ჩვენს ლექსიკას. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, გერმანული ენის სემინარზე პროფესორ ციალა ბიჩინაშვილს, მეყო სითამამე და ვეუბნები: _ ასე გერმანულს ვერ ვისწავლით-მეთქი. _ აბა, როგორო? _ იკითხა მან. _ ნანი მასწავლებელი რომ გვასწავლიდა, ისე-თქო და მეც ''ავუხსენი,” როგორ ჩაეტარებინა სემინარი. ქალბატონ ციალას გაეღიმა ჩემს ''რჩევაზე,” მაგრამ გაითვალისწინა და სემინარის ბოლოს მკითხა: _ აბა, რას მეტყვი, დღეს შენი ნანი მასწავლებელივით ჩავატარე გაკვეთილი თუ არაო?” _ მადონა ქასრაძე.
ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე ისტორიებით გაჯერებული წერილები მრავლად ინახება დამსახურებული პედაგოგის, საკუთარი საქმის უბადლო მცოდნისა და ღირსეული პიროვნების, გერმანისტის, ნანი ჩიხრაძის, პირად არქივში. მან საყვარელ საქმესა და მოსწავლეებთან ურთიერთობას რამდენიმე ათეული წელი დაუღალავი შრომით შეალია. ახლა კი იმ საუკეთესო მოგონებებით საზრდოობს, რაც წლების განმავლობაში დაუგროვდა.
ნანი ჩიხრაძე - დაიბადა 1939 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ ტყიბულში. დედა - ლიუდმილა იობიძე იყო მედდა, მეანი, მამა - სერგო ჩიხრაძე კი მასწავლებელი, რომელიც დიდ სამამულო ომში დაიღუპა (დარჩა 3 თვის ქალიშვილი). 1958 წელს დაამთავრა ტყიბულის # საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი პროფესია ორდარგოვანია: ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა. ყოველთვის უკვირდა _ უცხო ენის მასწავლებელმა თუ ქართული კარგად არ იცის, როგორ უნდა ასწავლოს უცხოური? 1963 წელს დაამთავრა ინსტიტუტი და ამავე წელს დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა მშობლიური ქალაქის #6 საშუალო სკოლის ახლადაგებულ შენობაში, სადაც 48 წელიწადი გაატარა.
_ როგორ მოხდა თქვენი პროფესიული არჩევანის გაკეთება?
_ პროფესია გერმანული ენის სიყვარულმა და მისმა მასწავლებელმა ქალბატონმა, ვენერა (ვენიკო) გაგოშიძემ ამარჩევინა. თუმცა, პედაგოგობაზე არასოდეს მიფიქრია, ვერ შევძლებ ჩემი უსაყვარლესი, ვირტუოზი პედაგოგების გვერდში დგომას-თქო.
_ რატომ შეეჭიდეთ ამ ურთულეს პროფესიას?
_ მინდოდა, ექიმი ვყოფილიყავი, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, დედა მეანი იყო, თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული. შესანიშნავი სამედიცინო ლიტერატურა ჰქონდა. ამ დარგის არაჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობდა. რასაც ოჯახში ვხედავდი, ის მაინტერესებდა, მაგრამ სკოლის სიყვარულმა გადამძლია.
_ რამდენად საინტერესოა მომავალ თაობასთან ურთიერთობა და რა სირთულეები ახლავს მას?
_ სკოლაში მუშაობა კატორღულ შრომასთან ასოცირდება. პედაგოგს მარტო საგნის ცოდნა არ ჰყოფნის, მას სჭირდება დისციპლინა, მეთოდი, საგანთა შორის კავშირი. თუ მეთოდი არასწორია, საგნის საუკეთესოდ ფლობის შემთხვევაშიც კი, ის მოსწავლისათვის არაფრის მიმცემია. საგნის საშუალოდ ფლობისას სწორი მეთოდიკით კარგი მასწავლებელი ხარ. ორივეს ფლობისას უკვე ვირტუოზად გასახელებენ. ეს კი მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ. ხშირად კლასში საჭირო წერტილს შევარჩევდი, მისი უკეთესად მართვის საშუალება რომ მქონოდა. არადა, რა საინტერესოა გამჭრიახ ახალგაზდა თაობასთან ურთიერთობა, ყოველ შენს ფრაზასა და სიტყვას რომ ისრუტავს.
_ რამდენი წელი მიუძღვენით სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობას? გაიხსენეთ აღნიშნული პერიოდიდან საინტერესო მომენტები...
_ 48 წელიწადი გავატარე სკოლაში. არაჩვეულებრივი მომენტები მქონია ურთიერთობებისა, ამაზე წიგნიც დაიწერება...
რამდენიმე წლის წინ ნუგზარ ლობჟანიძემ (ჩემი ერთ-ერთი ძალიან საყვარელი მოსწავლე) ოჯახში მიმიწვია. შეხვედრა მთხოვა, რამდენჯერმე დამირეკა, მეც სიამოვნებით დავთანხმდი. ვიფიქრე, სადმე სკვერში დავსხდებით (ეს თბილსში მოხდა) და ვისაუბრებთ მეთქი. რას ამბობთ, ნანი მასწავლებელო, მთელი ჩემი ოჯახი ემზადება დღეს თქვენთან შესახვედრადო. თბილისშივე, კიდევ უფრო ადრე, შევხვდი ლუიზა დაჩიბერიძეს, ძალიან საყვარელ, უკვე დაოჯახებულ მოსწავლეს, (კურსებზე ვიყავი, ბინად თემქაზე. ლუიზა იქ ცხოვრობდა) შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. შინ მიმიწვია. მე ვიუარე. ნანი მასწავლებელო, მე თქვენთვის ვშლი სუფრას და ნუთუ არ წამოხვალთ, წამოიყვანეთ ვინც გსურთ და მესტუმრეთო. როცა მივედი, დამახვედრა თავისი პარალელური კლასის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მოსწავლე და ადამიანი _ ლია ლომია და თანაც აღნიშნა, ბევრს დავურეკეო, ყველას გაეხარდა და მითხრეს, ოღონდ შენთან კი არა, გავიდეთ ქალაქგარეთ, რომელიმე კარგ რესტორანში და იქ ავღნიშნოთ ნანი მასწავლებელთან შეხვედრაო. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევაა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, ლელა სულამანიძის ჩემთან სტუმრობა თავის გერმანელ მეუღლესთან და დედასთან ერთად. სუფრის გაშლა რომ დავაპირე, მეუბნება: ხუთი წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ, ყველა მინდა, მოვინახულო, შეზღუდული დრო მაქვს, მაგრამ თქვენს უნახავად ვერ წავიდოდი, თქვენ ჩემთვის იდეალური მასწავლებელი ხართო.
ასევე, ეთერ ლოლაძე, ჩემი პედაგოგობის პირველი წლებიდან, შედის უსაყვარლესი მოსწავლეების გრძელ სიაში. ხშირად მსტუმრობენ ნინო და დათო გვენეტაძეები. ნინოს არასოდეს ვავიწყდები, ყოველთვის მილოცავს დაბადების დღეს. ყველა მინდა მოვიხსენო, მაგრამ ერთ სტატიაში ეს შეუძლებელია...
_ თქვენი ცხოვრება მიუძღვენით პედაგოგობას, რომ არა ეს პროფესია, სად ხედავთ საკუთარ თავს?
_ მართალია, ექიმობაზე ვოცნებობდი, ვფიქრობდი, საუკეთესო ექიმი ვიქნები-მეთქი, მაგრამ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ის ჩემმა საუკეთესო მოსწავლეებმა შემაყვარეს. ისინი კი ასობით არიან.
_ თუ გენატრებათ საგაკვეთილო პროცესი?
_ საგაკვეთილო პროცესზე აღარც მიფიქრია. ახლა სკოლებში სხვა სიტუაციაა. ძალიან დაშორდა სწავლება და აღზრდა ერთმანეთს. 48 წლის ძალიან დაძაბული შრომის შემდეგ ვტკბები თავისუფლებით და ჩემს მოსწავლეებზე საუკეთესო მოგონებებით, მათგან მოწერილი წერილებით, მათთან შეხვედრებით...
_ დღესდღეობით თუ ხვდებით თქვენს ყოფილ მოსწავლეებს და როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან?
_ ბევრი შეხვედრა მაქვს, ჩემთან ოჯახში მათი სტუმრობა, ტელეფონით ურთიერთობა, მათგან ჩემი ოჯახში მიწვევა. არაჩვეულებრივი ხალხია. ვერცერთი პროფესია ასეთ სიამოვნებას ვერ მომანიჭებდა.
_ რა მედლები და ჯილდოები გაქვთ მიღებული?
_ მაქვს რამდენიმე ჯილდო, მაგრამ ძალიან ბევრი მოსწავლე მყოლია ჯილდოებით ხელდამშვენებული. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე დიდი წარმატებაა.
(ერთხელ გზად, სახლში მიმავალს, II საშუალო სკოლის რამდენიმე მასწავლებელი შემხვდა, ახლა თქვენზე ვლაპარაკობდითო _ მითხრეს. ნუნუ (რაფავა, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე) გვეუბნებოდა, ნანი მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს ღირსების ორდენიო? აი, სწორედ ეს არის ჩემი ღირსების ორდენი-თქო, წამოვიძახე).
_ რას ეტყოდით მომავალ თაობას?
_ ერთმა მოსწავლემ, რომ გავუჯავრდი მითხრა, თუ არ ვსწავლობ, ამით ვის რას ვუშავებო?! _ ტყეში ხომ არ ცხოვრობ, შენ საზოგადოებას ეკუთვნი და თუ შენს პროფესიას კარგად არ დაეუფლე, რამდენს ატკენ გულს?! ამიტომ მომავალ თაობას ვუსურვებ, მაღალ პროფესიონალიზმსა და დიდ ადამიანურობას.
ესაუბრა ნათია მურუსიძე


what is ashwagandha good for
ბათუმი უძრავი ქონების სააგენტო
იყიდეთ და გაყიდეთ უძრავი ქონება თქვენი ინვესტიციებისთვის და ხარისხიანი ცხოვრებისთვის ბათუმში
https://todaynews.pro/
generic cialis tadalafil - https://tadalafilfst.com/#
tadalafil 20mg uk - https://tadalafilfst.com/#
tadalafil daily 5mg - https://tadalafilfst.com/#
generic tadalafil daily - https://tadalafilfst.com/#
canadian pharmacy tadalafil - https://tadalafilfst.com/#
tadalafil 5mg cost - https://tadalafilfst.com/#
tadalafil online paypal - https://tadalafilfst.com/#
tadalafil for sale from india - https://tadalafilfst.com/#
tadalafil free shipping - https://tadalafilfst.com/#
tadalafil price in india - https://tadalafilfst.com/#
рабочий промокод 1хбет бонус http://newfiz.info/offizika/pgs/promokod__260.html
}Do you feel better about your fashion sense? It is not very hard to become fashionable on any budget. Just try to develop your own positive image of yourself, to help you feel great for years to come.
canadian drugs - list of canadian pharmacy canadian mail order pharmacies to usa
prescription drug discounts - pharmacy without dr prescriptions canada pharmacy online orders
list of canadian pharmacy - best online pharmacies without prescription prescriptions canada
mexican pharmacies - online pharmacy no scripts no prescription drugs canada
trusted canadian pharmacy - trust online pharmacies canadian mail order pharmacies to usa
aarp recommended canadian pharmacies - accutane mexican pharmacy top rated canadian pharmacies
compare prices prescription drugs - canadian pharmaceuticals online reviews legitimate canadian pharmacy online
online pharmacy no prescription necessary - get canadian drugs canadian online pharmacy
online drugstore reviews - online canadian pharcharmy prescription drugs online without
canadian xanax - buying drugs canada buy mexican drugs online
internet pharmacy no prescription - buy drugs canada best mexican online pharmacies
top canadian pharmacies - non prescription canadian pharmacies canada pharmaceutical online ordering
canadian discount cialis - canadian discount cialis canadian pharmacy drug prices
legit canadian pharmacy online - prescription without a doctors prescription canadian pharmacy store
perscription drugs without perscription - family discount pharmacy best 10 online canadian pharmacies
legit canadian pharmacy - top 10 online pharmacies canadian pharmacies selling viagra
buy mexican drugs online - the discount pharmacy canadian pharmacy generic viagra
pharmacy drugstore online pharmacy - canadian pharmacy generic pharmacy drugstore online pharmacy
prescriptions online - fda approved canadian pharmacies canadian prescription
canadian pharmacies reviews - best online pharmacies no prescription reliable canadian online pharmacy
canadian pharmacy certified - top canadian pharmacies buy prescription drugs online legally
online pharmacy review - reputable online pharmacy online prescriptions without script
reliable online drugstore - canada pharmacies top best canadian online pharmacies prescription drugs
canadian prescription drugstore - most reputable canadian pharmacy approved canadian online pharmacies
canadian pharmacieswith no prescription - fda approved canadian online pharmacies mexican pharmacy online no prescription
prescriptions online - 24 hour pharmacy online meds without prescription
no perscription pharmacy - cheap canadian drugs canadian pharmacies online
cheapest canadian online pharmacy - no prescription canadian drugs aarp approved canadian pharmacies
reliable online pharmacies - canadian pharma companies trustworthy canadian pharmacy
canadian drug prices - best canadian online pharmacy reviews canadian mail order pharmacies
legitimate mexican pharmacy online - canada mail pharmacy overseas pharmacies online
canadian rx pharmacy online - canadian pharmacy order canadian prescription costs
canadian health pharmacy - mexican pharmacies canadian pharmacy drugstore
overseas online pharmacy - buying prescription drugs canada drugs without prescription
cheapest generic cialis: cialis for daily use how much does cialis cost in canada
female cialis no prescription: top web source for cialis buy cialis 36 hour
generiac cialis: how does cialis work in the body cialis with dapoxetine overnight to
cialis and high blood pressure: buy cialis 20 mg cialis pill canada