215_3914_01.MP4.Still001

მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების მოწყობა მიმდინარეობს

 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ბრეგვაძის ქუჩის N4 მრავალბინიანი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ასევე, ის ადგილზე მყოფ საქმის მწარმოებელსა და მუშა-ჯგუფს გაესაუბრა. აღნიშნულ ადგილზე 950 კვ.მ-ზე 12 სმ. სისქის არმირებული ბეტონის საფარი იგება, რისთვისაც 54 ათას 214 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ამავე კორპუსის სახურავის რეაბილიტაციაც.

  ამჟამად, ქალაქის მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, შიდა ეზოების მოწყობის მეორე და მესამე ეტაპები ხორციელდება. ის სულ 9 ადგილის რეაბილიტაციას მოიცავს. ამისათვის კი, - სულ 586 ათას 892 ლარია განსაზღვრული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „მიმდემი“ ახორციელებს. რობაქიძის N7 კორპუსის ეზო უკვე დასრულებულია, სადაც 440 კვ.მ-ზე ბეტონის საფარი დაიგო. ცხრავე ტერიტორიის კეთილმოწყობა სავარაუდოდ 20 აპრილისათვის დამთავრდება, ნაწილზე 12 სმ-იანი სისქის არმირებული ბეტონი, ნაწილზე კი, ასფალტი მოეწყობა. გარდა რობაქიძის N7 და ბრეგვაძის N4 კორპუსებისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახლდება: გამსახურდიას N1-3; გამსახურდიას N10; მეშახტის N6; ჯალაღანიას N9; გამსახურდიას N51; კოსტავას N11; რუსთაველის N2-4 კორპუსების შიდა ეზოები.

  მუნიციპალიტეტის მერმა გამსახურდიას N1-3 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებიც დაათვალიერა, სადაც ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ბეტონის საფარის დაგება ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

მარი ბაბუხადია