„მეშახტის დღე“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

   „მეშახტის დღე“ ტყიბულში წელს განსაკუთრებულად აღინიშნა. ღონისძიება კომპანია „საქნახშირის“ ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და თანადგომით მოეწყო. კულტურული, სპორტული, გასართობი თუ სხვა მრავალფეროვანი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

  ზეიმს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე), იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაილ სოცკი, ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი, ზურაბ აღდგომელაშვილი, ასევე, სხვა ადგილობრივი და მოწვეული სასულიერო და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

  ღონისძიება „მეშახტეთა შრომის, დიდების მემორიალიდან“ დაიწყო, რომელიც ხელმძღვანელმა პირებმა ყვავილებით შეამკეს.

  საჭიდაო არენა ამ დღეს „ქართულ ჭიდაობაში“ შეჯიბრს უმასპინძლა, სადაც სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლენილი გამარჯვებულები „საქნახშირისაგან“ მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო პატარების განწყობაზე „ქუჩის თეატრის“ კოსტიუმირებული მსახიობები ზრუნავდნენ,  მათ ზღაპრის გმირები, ოჩოები, ილუზიონისტები და დრამერები საზეიმო მსვლელობითა და სხვადასხვა გასართობი, შოუ პროგრამით ამხიარულებდნენ. ბავშვებს საგანგებოდ მოწყობილ ლოკაციებზე  ატრაქციონებიც ელოდებოდათ.

  „მეშახტის დღისადმი“ მიძღვნილ ხატვის კონკურსში, სადაც მონაწილეებს თემატური ნამუშევრები უნდა შეესრულებინათ, გარდა სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისა უამრავი მსურველი ჩაერთო. I, II და III ადგილებზე გასული ავტორები „საქნახშირისაგან“ ფულადი პრიზებითა და სიგელებით დასაჩუქრდნენ.

  თეატრის მიმდებარედ მოწყობილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების, ძველი ტყიბულისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტოებისა და ასევე, მუზეუმის ექსპონატების გამოფენა.

  მერიის წინ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ადგილობრივებსა და სტუმრებს მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა ელოდათ, რომელსაც მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენელი, მაია ბრეგაძე, უძღვებოდა. აქ, ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, დუეტებმა თუ სოლო შემსრულებლებმა მეშახტეებს პროფესიული დღე ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით მიულოცეს.

  სადღესასწაულო დღის კულმინაციური ნაწილი დასკვნითი კონცერტი იყო, რომელიც, ჟურნალისტს, დათო ლიკლიკაძეს, მიჰყავდა, საკუთარ რეპერტუარს მსმენელს მოწვეული მომღერლები და ჯგუფები: ნიაზ დიასამიძე და „33ა,“ „გორდელა,“ გაგა ჩიხლაძე („ფრანი“,) „რეგიონი“ სთავაზობდნენ. სცენიდან მეშახტეებსა და ადგილობრივებს ეს დღე მეუფე გიორგი (შალამბერიძემ), თემურ ჩუბინიძემ, ზურაბ აღდგომელაშვილმა და მაია ბრეგაძემ, მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ „საქნახშირისაგან,“ წლების განმავლობაში გაწეული შრომისა და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომისათვის, ფულადი ჯილდოებითა და მადლობის სიგელებით დასაჩუქრდა 33 მეშახტე, მათ შორის 3 ქალბატონი.

მარი ბაბუხადია

16 thoughts on “„მეშახტის დღე“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

  1. Уведомление: 2misconduct
  2. Уведомление: Beverly Bultron
  3. Уведомление: Lincoln Georgis
  4. Уведомление: MILFCity
  5. Уведомление: Cory Chase
  6. Уведомление: premium-domain-name
  7. Уведомление: All Assignments Help
  8. Уведомление: Make my essay
  9. Уведомление: Assignment Help USA
  10. Уведомление: Solve My Assignment
  11. Уведомление: sunblock
  12. Уведомление: calendula oil
  13. Уведомление: valentine gift for her
  14. Уведомление: natural anti histamine
  15. Уведомление: Click Here
  16. Уведомление: Click Here

კომენტარები გამორთულია