ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, სოციალური პროგრამით მოსარგებლე ოჯახების შვილებს სასკოლო და საკანცელარიო ნივთები საჩუქრად გადასცა.
აღნიშნული მუნიციპალური პროგრამით წელს 40-მდე მოზარდმა ისარგებლა. იძულებით გადაადგილებულ პირთა (200 000-მდე სარეიტინგო ქულით), კრიზისული ოჯახების (20 000-მდე სარეიტინგო ქულით), შახტში დაღუპულთა და დაშავებულთა (შშმ პირის სტატუსით) შვილებმა I-VI კლასის ჩაათვლით, ასევე, ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით განსაზღვრული I-XII კლასის მოსწავლეებმა, ნაწილმა სასკოლო ჩანთები, სრულად კი, ასაკისა და კლასის შესაბამისი სასკოლო და საკანცელარიო ნივთების ნაკრებები მიიღეს.
ღონისძიებას მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების, ასევე, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურები ესწრებოდნენ.
დავით ჩერქეზიშვილმა დარბაზში შეკრებილებს საინტერესო ინიციატივა გააცნო და იმ ბენეფიციარებს, რომლებიც 2022-23 სასწავლო წელს მაღალი აკადემიური მოსწრებით დაასრულებენ, მათ იგი წამახალისებელი საჩუქრებით დააჯილდოვებს.
ნათია მურუსიძე
13 738 thoughts on “მერმა მოსწავლეებს სასკოლო ნივთები გადასცა”