2

თვითმმართველობამ ახალი წელი ღამის მორიგეებს მიულოცა

  ტრადიციის თანახმად, 31 დეკემბრის ღამეს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, სამსახურის უფროსებთან ერთად, ჩვენს ქალაქში მოქმედ ორგანიზაცია-დაწესებულებების მორიგე ჯგუფებს, დამდეგი ახალი წელი მიულოცა. მათ სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

  საახალწლო ძღვენი მიიღეს - „შაორჰესის,“ სახანძრო-სამაშველო, სამთო-სამაშველო სამსახურების, პოლიციის, სამედიცინო კორპორაციის, „ევექსის,“ სასწრაფოსა და თესის მორიგე თანამშრომლებმა.

ნათია მურუსიძე