თბილისის ქუჩაზე სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  ტყიბულში თბილისის ქუჩაზე, მინი სტადიონის რეაბილიტაცია ხორციელდება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 28 ათას 548 ლარია გამოყოფილი.
 
  მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადგილზე მისვლით გაეცნო და დასაქმებულებსა და ღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებს გაესაუბრა.
 
  პროექტი ითვალისწინებს სპორტული მოედნის მოასფალტებას, შემოღობვას, ახალი, თანამედროვე ტიპის კალათბურთის ფარების, ფეხბურთის კარებისა და განათების მოწყობას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „სტარტ+“ აწარმოებს, რომელიც მიმდინარე წლის 15 ნოემბრისათვის უნდა დასრულდეს.
 

მარი ბაბუხადია

 
 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.