mtavari

ვაჟთა კონცერტი ხელოვნების სკოლაში

  ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლამ დედისა და ქალთა დღესასწაულები ტრადიციულად ღონისძიებით აღნიშნა და ამ თარიღს სასწავლებლის აღსაზრდელი ვაჟების შესრულებით კონცერტი მიუძღვნა.

  1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა ქალბატონებსა და არამარტო მათ ერთსაათიანი პროგრამა შესთავაზეს. 25-მდე ნომერი წარმოდგენილი იყო საფორტეპიანო, საორკესტრო, საესტრადო, საგუნგო და ხალხური საკრავების განყოფილებების მიერ. ბრამსის, ჩაიკოვსკის, შუბერტის, მოცარტის, შოპენისა თუ სხვა კლასიკურ კომპოზიტორთა ნაწარმოებებთან ერთად შესრულებული იყო ქართველ ავტორთა სიმღერები. ასევე,  - ხალხური კომპოზიციები.

  ღონისძიებას კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღანელი და წარმომადგენლები, ხელოვნების სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

ნათია მურუსიძე

454 DSCN1126 DSCN1127 DSCN1129 DSCN1130 DSCN1133 DSCN1134 DSCN1135 DSCN1136 DSCN1137 DSCN1144 DSCN1145