1122

დეპუტატმა ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დაასაჩუქრა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2016-2017 სასწავლო წლის წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება საწირეში ღია სცენაზე შედგა. აღნიშნულ ადგილზე ღონისძიების ჩატარების ინიციატორი ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანრბული ოლქის მაჟორატარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, იყო. ოქროსა და ვერცხლის მედლების საზეიმო გადაცემის პროცესს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე, თავად დეპუტატი და ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დაჯილდოებას ორგანიზება ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა გაუწია. ელგუჯა გოცირიძემ ახალგაზრდებს მიულოცა ეს წარმატება და ისაუბრა იმ მთავარ ღირებულებებზე, როგორიცაა მომავალი თაობების განათლება და ინტელექტუალობა, რაც ახალგაზრდებისათვის ყველაზე პრიორიტეტულია და დეპუტატი მუდმივად მზად არის, მხარი დაუჭიროს წარჩინებულებს.

  2016-17 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთაგან ორი - პირველსკოლელი თამთა აბესაძე და ხრესილის საჯარო სკოლის მოსწავლე, ანა ბრეგაძე, დეპუტატის რჩეულთა შორის იყვნენ და მისი სახელობის სტიპენდიას გასული წლის განმავლობაში იღებდნენ. როგორც მაჟორიტარმა აღნიშნა, ეს ახალგაზრდები თუკი უმაღლეს სასწავლებლებშიც გამოიჩენენ, აკადემიური მოსწრებით, თავს, მათ მიმართ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ 18 წარმატებული კურსდამთავრებულიდან 14 - ოქროს, ხოლო 4 - ვერცხლისმედალოსანია - N1, N2, N6, ორპირისა და ხრესილის საჯარო სკოლებიდან.

  მედლების საზეიმო გადაცემის პროცესში რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ და მერის მოადილემ, სოფიო ბოჭორიშვილმა, მიიღეს. მედლებთან ერთად წარჩინებულებს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სახელით სიგელებიც გადასცეს.

  ამ დღეს ელგუჯა გოცირიძემ ახალგაზრდებს სასიამოვნო სიურპრიზის შესახებაც ამცნო. 18-ვე კურსდამთავრებულმა, დეპუტატის პირადი დანაზოგიდან, ფულადი ჯილდო 200-200 ლარი მიიღო. მაჟორიტარის ბიურომ ორგანიზება გაუკეთა აღნიშნულ პროცესს და ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებსა და მათ მშობლებთან შეხვედრა მოაწყო, სადაც ოფიციალურად გადასცა მათ დეპუტატის საჩუქარი.

ნათია მურუსიძე

  2016-2017 სასწავლო წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის 18-მა მოსწავლემ დაასრულა საშუალო საფეხური წარჩინებით, ესენი არიან:

  1. 1. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №1 საჯარო სკოლა - ანა კუბლაშვილი - ოქრო, თსუ, საერთაშორისო ურთიერთობები;
  2. 2. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №1 საჯარო სკოლა - ანანო გვენეტაძე - ვერცხლი, თსუ, სოციოლოგია;
  3. 3. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №1 საჯარო სკოლა - თამთა აბესაძე - ოქრო, სამედიცინო უნივერსიტეტი, სტომატოლოგიური;
  4. 4. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №1 საჯარო სკოლა - თამუნა ფაშკურიძე - ოქრო, თსუ, ეკონომიური;
  5. 5. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №1 საჯარო სკოლა - ლამარა ყიფიანი - ოქრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი;
  6. 6. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №1 საჯარო სკოლა - მარიამი დოლმაზაშვილი - ოქრო, სამედიცინო უნივერსიტეტი, ფარმაცია;
  7. 7. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №1 საჯარო სკოლა - ნინო კოპალიანი - ვერცხლი, თსუ, ეკონომიკა;
  8. 8. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №2 საჯარო სკოლა - ირინა კაკუშაძე - ვერცხლი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირება;
  9. 9. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №6 საჯარო სკოლა - გიორგი კაკაბაძე - ოქრო, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

საერთაშორისო ურთიერთობები;

  1. 10. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №6 საჯარო სკოლა - დავითი გველესიანი - ოქრო, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

საერთაშორისო ურთიერთობები;

  1. 11. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №6 საჯარო სკოლა - თამარ ისაკაძე - ოქრო, შპს - საქართველოს უნივერსიტეტი,

სამართალი;

  1. 12. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №6 საჯარო სკოლა - თამარ ფანჩულიძე - ოქრო, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,ბიზნესის ადმინისტრირება;
  2. 13. სსიპ - ქალაქ ტყიბულის №6 საჯარო სკოლა - ლიკა ხუციბერიძე - ოქრო, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

საერთაშორისო ურთიერთობები;

  1. 14. სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლა - ანა დოღონაძე - ვერცხლი ;აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკა;
  2. 15. სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლა - ანი გოჩელაშვილი - ოქრო; ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,სამედიცინო;
  3. 16. სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლა - თეონა სანდუხაძე - ოქრო; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება;
  4. 17. სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლა - მაია ბაკურაძე - ოქრო; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული;
  5. 18. სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლა - ანა ბრეგაძე - ოქრო; ივანე ჯავახიშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია;