ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ გაზაფხულის დღესასწაულების, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის, აღსანიშნავად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალბატონებს, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმთქმელთა კონკურსებში გამარჯვებულ ანრო ცირეკიძესა და ნათელა დოღონაძეს, ასევე, „ტყიბულის კომუნალური გაერთიანებისა“ და ადმინისტრაციული შენობის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს (მეეზოვეებს), ფულადი ჯილდო, 100-100 ლარის ოდენობით გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, პირადად ეწვია 9 უხუცეს ქალბატონს, რომლებმაც 95 წლის ასაკს გადააჭარბეს და მაინც მხნედ ინარჩუნებენ საზეიმო განწყობას. თვითმმართველობის ხელმძღვანელმა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსთან, ალეკო ბიბილაშვილთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა ისინი ოჯახებში, ყვავილებითა და ტკბილეულით მიულოცა მათ ქალთა დღესასწაულები და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
ნათია მურუსიძე
72 thoughts on “დედისა და ქალთა დღესასწაულები ხანდაზმულ ქალბატონებს მიულოცეს”
კომენტარები გამორთულია