66290702_2791966327540158_2837655918617821184_o

გელათში „დავითის გზის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  გელათის მონასტერთან მისასვლელი ძველი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 1 მილიონ 113 ათას 662 ლარის ღირებულებით ხორციელდება და შესაბამის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „გზამშენი XXI“ ასრულებს. რეაბილიტაცია ითვალისწინებს ისტორიული „დავითის გზის“ განახლებას, სადაც 682 გრძივ მეტრზე საფეხმავლო ბილიკი ქვის ფილებით ეწყობა, რომელიც აქტიურად ხორციელდება და იგი დასრულების ფაზაშია. გარდა ამისა, დასახლებულ უბანზე, 1000 გრძივ მეტრზე, დაიგება არმირებული ბეტონის საფარი, რისთვისაც სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტით განსაზღვრულია, ასევე, გარე განათებების, სანიაღვრე არხების, ბეტონის საყრდენი კედლების, ქვის ჯებირების, ფანჩატურების, ძელსკამების, გაბიონებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლის ძირითადი ნაწილიც უკვე განხორციელებულია.

  აღნიშნული პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადგილზე მისვლით გაეცნო და უკვე შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა, რომელთა დასრულების ვადა მიმდინარე წლის 15 სექტემბერია.

მარი ბაბუხადია