„ახალგაზრდული იდეის“ პროექტებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების სააქტო დარბაზში, „ტყიბულის ახალგაზრდული იდეის“ მიერ, „ევროპის ფონდისაგან“ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია და გამარჯვებულთა დაჯილდოება მოეწყო. ღონისძიებას „ტყიბულის ახალგაზრდული იდეის“ პროგრამული დირექტორი, ლიკა ნანიკაშვილი, უძღვებოდა.

  ახალგაზრდული იდეა გულისხმობს 7-10 წევრისაგან (16-21 წლის) შემდგარი ჯგუფების, ახალგაზრდული იდეის კომიტეტების, ჩამოყალიბება-გაძლიერებას ტრენინგებითა და ფინანსური რესურსებით, რათა მოხდეს ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად შექმნილი პროექტების შერჩევა, დაფინანსება და მონიტორინგი. წლის განმავლობაში ახალგაზრდული იდეის კომიტეტების მიერ 110-მდე კონკრეტული ინიციატივა ფინანსდება.

  „ტყიბულის ახალგაზრდულმა იდეამ“ განახორციელა ადგილობრივი თემების საჭიროებების კვლევა. ასევე, გამოიკვლიეს სამიზნე აუდიტორიები, თუ რა აწუხებს ტყიბულში მცხოვრებ მოსახლეობას. ამის შედეგად გამოიკვეთა პრიორიტეტული პრობლემები და მათ გადასაჭრელად „ევროპის ფონდის“ დაფინანსებით საგრანტო ციკლი გამოცხადდა, რომლის შედეგადაც წარმოდგენილი 12 პროექტიდან დაფინანსდა სამი გამარჯვებული. სამუშაო პროცესი „ტყიბულის ახალგაზრდული იდეის“ წევრების ორგანიზებითა და ძალისხმევით მიმდინარეობდა.

  დაფინანსებული პროექტებია:

  • „თამაში ჭვავის ყანაში“ – (დაფინანსდა 500 ლარით, ავტორი: გურნის საჯარო სკოლის XIIკლასის მოსწავლე, თემურ ხერხაძე).
  • „მხიარული სტარტები“ - (დაფინანსდა 777 ლარით, ავტორი: სოფელ ციხიის მკვიდრი, მეგი ჩუბინიძე, (სტუდენტი)).
  • „ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ - (დაფინანსდა 800 ლარით, ავტორი: გურნის საჯარო სკოლის Xკლასის მოსწავლე, ზურაბ ბარდაველიძე).

   პრეზენტაციის შემდეგ აღნიშნული გამარჯვებული პროექტების ავტორები „ევროპის ფონდისაგან“ სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

   ,,თამაში ჭვავის ყანაში“ ლიტერატურულ-შემეცნებითი პროექტია, რომელიც ეხმიანება ახალგაზრდების აქტიურობის გაზრდას და მათი თავისუფალი დროის სწორ და ეფექტურ მენეჯირებას. ,,მხიარული სტარტები“ გულისხმობს შეჯიბრებების ჩატარებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“ კი, მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას როგორც ფიზიკური აქტივობებით, ისე პრეზენტაციებით.

მარი ბაბუხადია

 

13 thoughts on “„ახალგაზრდული იდეის“ პროექტებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

  1. Уведомление: ciprofloxacin er
  2. Уведомление: erythromycin dosage
  3. Уведомление: azithromycin cost
  4. Уведомление: cephalexin dogs
  5. Уведомление: azithromycin sunburn
  6. Уведомление: ciprofloxacin warnings
  7. Уведомление: celebrex vs norco
  8. Уведомление: 2inclusion
  9. Уведомление: 1trinket
  10. Уведомление: sildenafil
  11. Уведомление: viagra
  12. Уведомление: sildenafil citrate
  13. Уведомление: revatio

კომენტარები გამორთულია