მთავარი

ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი უძღვებოდა

მერიის ყოველკვირეულ  თათბირს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და სხვადასხვა უწყების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. მერმა გასული ერთი კვირის მუშაობის შედეგები შეაჯამა. სამსახურების უფროსებმა და  ა.(ა).ი.პ-ების დირექტორებმა წარმოადგინეს ინფორმაცია დასრულებული, მიმდინარე, სამუშაოებისა და გეგმების შესახებ.  ასევე, სხვადასხვა კუთხით წარმოჩენილი პრობლემებისა და ხარვეზების თაობაზე. რის შემდეგაც ხელმძღვანელმა პირმა ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრისა და გამოსწორებისათვის სათანადო გასატარებელ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება და მათ ამ კუთხით გარკვეული მითითებები მისცა. მარი ბაბუხადია https://youtu.be/e3A8Y1tPZH4

სრულად ნახვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი

იხილეთ „საკრებულოს მაცნეს“ ელექტრონული (PDF ფაილი) ვერსია

სრულად ნახვა

რევაზ ჯანელიძის გახსენება

კვალი ნათელი...     13 ოქტომბერს რევაზ ნიკოლოზის-ძე ჯანელიძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი ოკრიბის საზოგადოებას, მის ინტელიგენციას, სამეგობრო წრეს 65 წლის ასაკში გამოაკლდა. იგი თავისი მოღვაწეობით, მთელი შეგნებული ცხოვრება საფინანსო დარგს და ამ სფეროში კადრების აღზრდის საქმეს ემსახურებოდა. ტყიბულის რაიონის ეკონომიკის აღმავლობის, ხალხთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, ქალაქის აღმშენებლობისა და მისი გალამაზებისათვის დიდი ღვაწლი აქვს გაწეული ამაგდარ პიროვნებას, რომელიც გამორჩეული იყო ზნეობით, ფიზიკური აღნაგობით, ადამიანური ღირებულებებითა და პროფესიონალიზმით.   35-წლიანი შრომითი ბიოგრაფიის მქონე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს მრავალი დაბრკოლება, წინააღმდეგობა შეხვედრია ცხოვრების გზაზე, მაგრამ საყვარელი საქმისთვის სამეგობრო წრისათვის არასოდეს უღალატია და ყველა პრობლემის გადაჭრისათვის ...

სრულად ნახვა

სპორტის სასახლემ კუნგ-ფუში იმერეთის ჩემპიონატს უმასპინძლა

  გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ტრადიციული, იმერეთის პირველობა კუნგ-ფუში ახლადრეაბილიტირებულ სპორტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა და კუნგ-ფუს სკოლამ გაუწიეს. შეჯიბრებაში 75-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, მოადგილესთან, შალვა გაბრიაძესთან ერთად, დაესწრო. გამარჯვებული წელსაც ტყიბულის სპორტული ცენტრის ნაკრები გახდა. ნათია მურუსიძე 

სრულად ნახვა

საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე 10 საკითხი განიხილა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას დეპუტატებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ესწრებოდა. დღის წესრიგის თანახმად 10 საკითხის განხილვა მოხდა. სხდომაზე რამდენიმე სამსახურისა და ა.(ა).ი.პ-ის 2017 წლის მუშაობის ანგარიშები მოისმინეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში რეორგანიზაციის განხორციელება იგეგმება. განკარგულების პროექტის თანახმად დღეს არსებული 15 ა.(ა).ი.პ-ის გამსხვილება უახლოეს მომავალში მოხდება, რაზეც საკრებულომ აღნიშნულ ცვლილებებს თანხმობა მისცა. ნათია მურუსიძე https://youtu.be/pf7HDXKyF7I

სრულად ნახვა

საკრებულოს დეპუტატებმა სხდომაზე 7 საკითხს უყარეს კენჭი

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას თავმჯდომარე - თამაზ კუბლაშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგის თანახმად განხილული იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო ზამთრის სეზონისათვის სამზადისი. სხდომაზე პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაც დაამტკიცეს. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

,,PIN-ი ახალ სოციალურ პროექტს გამგეობასთან ერთად განახორციელებს

  ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) ახორციელებს  პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში.“ მიმდინარე წლის 11 მარტს ტყიბულის გამგეობაში ჩატარდა შეხვედრა.  „PIN-ის“ წარმომადგენელმა გამგებელს, ბატონ რობიზონ გვენეტაძეს, გამგებლის მოადგილეებს, გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსს და სხვა დაინტერესებულ პირებს მიაწოდა ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ.   პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის,  ერთობლივი ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება, სოციალური ჩართულობის საკითხზე 2017-2018 წ.წ. სტრატეგიების შემუშავება და ოთხ მუნიციპალიტეტში (ტყიბული, ხონი, ზუგდიდი, გორი) არასამთავრობო ორგანიზაციებთან (TDDF) ერთად „PIN-ის“ ...

სრულად ნახვა

მეშახტეთა დღესასწაულზე შრომის დიდების მემორიალი აღიმართება

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის - რობიზონ გვენეტაძის ინიციატივით მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი კინოთეატრის „შაორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აღიმართება და ქალაქი მის გახსნას 30 აგვისტოს მეშახტეთა პროფესიულ დღესასწაულზე იზეიმებს.

სრულად ნახვა

Cinema Paradiso-ს კინოჩვენება „საოცრება

  ა.(ა).ი.პ. ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ კამპანიის - „Choose Tkibuli - აირჩიე ტყიბული“ ფარგლებში კინოჩვენებების პროექტი, - ,,Cinema Paradiso“ იწყება.   ხუთშაბათს, 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, Cinema Paradiso-ს პირველი კინოჩვენება - ,,საოცრება“ გაიმართება და ის სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნება.   ,,ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, „ვარსკვლავური ომების“ ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.“   ...

სრულად ნახვა

მაჟორიტარი დეპუტატი შეკრებილ მეშახტეებს შეხვდა

  ტყიბულში, ქალაქის ცენტრში, კარლო ლომაძის სახელობის მოედანზე, კონკრეტული მოთხოვნებით შეკრებილ მეშახტეებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, მუნიციპალიტეტის მერთან, თემურ ჩუბინიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნატალია კობახიძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა პასუხისმგებელ პირებთან და „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორთან, ჯამბულ ჯაყელთან, ერთად შეხვდა.    შეკრებილებს მაჟორიტარი დეპუტატი ესაუბრა. იგი მათ ამ მოთხოვნების ცენტრალური ხელისუფლებისა და „საქნახშირის“ მეპატრონისათვის გაცნობას, ტყიბულის შახტში დასაქმებულთა ინტერესების დაცვასა და გვერდითგომას დაჰპირდა.    აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნაა: შახტის ადმინისტრაციის შეცვლა, საგამოძიებო პროცესის დასრულების შემდეგ მუშაობის აღდგენა და მისი გაგრძელება უსაფრთხოების ნორმების დაცვით.   ,, - სწრაფ რეჟიმში ...

სრულად ნახვა

შავლეგო ტაბატაძე ჭიათურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

  ჭიათურაში გიორგაძის ქუჩისა და საჩხერის გზატკეცილზე მდებარე კორპუსების რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის ფარგლებში გარემონტდა  გიორგაძის ქუჩის - 8, ხოლო საჩხერის გზატკეცილის – 6 კორპუსი. გაილესა შენობები, შეიღება ფასადები, მოეწყო აივნები და აღდგა კარნიზები. ასევე, ეზოში დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები. დასრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, ჭიათურის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, დაათვალიერა. ასევე, იგი შეხვდა მოსახლეობას და მათგან მოისმინა ინფორმაცია დროულად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც მათთვის პრიორიტეტია.   მხარის რწმუნებულმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში სხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა. მათ შორის, გაეცნო წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალიტეტში 24 ...

სრულად ნახვა

ქართველ კომპოზიტორთა საღამო ხელოვნების სკოლაში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების  სკოლამ, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი საღამო გამართა. რევაზ ლაღიძე, დავით ტურიაშვილი და ოთარ თაქთაქიშვილი XX საუკუნის მუსიკალური სამყაროს მნიშვნელოვან სახეებს წარმოადგენენ. მათი ბიოგრაფიიდან ცხოვრებისეულ ფრაგმენტებს აუდიტორიას ღონისძიების წამყვანი, ნინო აბესაძე, აცნობდა. სკოლის მოსწავლეებმა მსმენელს 15 ნომერი შესთავაზეს კომპოზიტორთა ნაწარმოებებიდან, რომელსაც საორკესტრო, საფორტეპიანო და ვოკალური განყოფილებები ასრულებდნენ. ჟღერდა პოპულარული მუსიკა კინოფილმებიდან, საგუნდო სიმღერები, საფორტეპიანო და საორკესტრო პიესები. აღსანიშნავია, რომ რევაზ ლაღიძე, რომელიც მრავალი შედევრის ავტორია, ქართული სიმღერის კლასიკოსადაა აღიარებული. ოთარ თაქთაქიშვილმა კი, რომლის შემოქმედებაც ღრმა ეროვნულ ხასიათს ატარებს, ...

სრულად ნახვა

ტრენინგი ქალთა შრომით უფლებებზე

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების სააქტო  დარბაზში, ასოციაციის ”ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი თემაზე: „შრომით უფლებებზე ინფორმირებული ქალი = მეტად დაცულ ქალს!“ პროექტი ქალთა ფონდის დაფინანსებით, 10 თვის განმავლობაში განხორციელდება, რომელიც იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს მოიცავს.   ტრენინგების კურსს შრომითი უსაფრთხოების საკითხებში ტრენერი მარიკა ვაჭარაძე უძღვება. ტყიბულში დაგეგმილ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სექტორის წარმომადგენელი ქალბატონები ესწრებოდნენ. პროექტის მენეჯერის, მაკა ხეცურიანის, განმარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ შრომით საქმიანობაში ჩართულმა ორივე მხარემ, როგორც დასაქმებულმა, ისე დამსაქმებელმა კარგად იცოდეს საკუთარ უკლებებთან ერთად ის ვალდებულებები და მოვალეობები, ...

სრულად ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი

  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან წელს, 26 მაისს, 100 წელი სრულდება.   ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, რომელშიდაც ჩართულნი იქნებიან ადგილობრივი  საგანმანათლებლო რესურსცენტრი, კულტურული, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები, მოწვეულ სტუმრებთან ერთად. აქტივობა დაგეგმილია მთელი კვირის განმავლობაში 21–დან – 26 მაისის ჩათვლით, შემდეგი პროგრამის მიხედვით:   ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია

სრულად ნახვა

„ანა-ბანას“ ჯადოსნური სიზმარი

  ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა გაერთიანება „ანა-ბანამ“ მაყურებელი „ჯადოსნური სიზმრის ქვეყანაში“ ამოგზაურა. ორთვენახევრიანი ნამუშევარი სტუდიის ხელმძღვანელმა, ელისო დონაძემ, თავის აღსაზრდელებთან ერთად, ზღაპრად გადმოცემული მიუზიკლის სახით წარმოადგინა. 20-მდე მუსიკალური ნომერი ბავშვებისათვის საყვარელმა პერსონაჟებმა - „ფიფქიამ“ და „ჯუჯებმა,“ „წითელქუდამ“ და მგელმა, „ნაცარქექიამ,“ კატა ,,წკიპიტომ“ და „მაუსებმა,“ „სპანჩბობმა,“ „დროის უფლისწულმა“ განასახიერეს.  საოცრად ფერადი, ლამაზი და მხიარული კოსტიუმირებული სანახაობა კლოუნებმა, ჯადოსნურმა ვეფხვმა და ირმების მარხილიანმა თოვლის ბაბუამ გაახალისეს. პატარებთან ერთდ სცენაზე მათი მშობლებიც დადგნენ და  თავიანთი ჩართულობით განსხვავებული ელფერი შეიტანეს პროგრამაში.    აღსანიშნავია, რომ „ანა-ბანა“ 18-მდე აღსაზრდელს აერთიანებს. ყველაზე პატარა - 4 წლის ასაკისაა. კონცერტზე ...

სრულად ნახვა

ტურისტული ბილიკის პრეზენტაცია გელათში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტურისტულ რუკას ახალი მარშრუტი შეემატა. ,,გელათის მონასტერი - ცუცხვათის მღვიმოვანი - ახალსოფლის წყალსაცავის“ საფეხმავლო ბილიკის გახსნის საზეიმო ღონისძიება, გელათში, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა.   პრეზენტაციას იმერეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე-გუბერნატორი,  იოსებ ხახალეიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.   პროექტი „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა“, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 24,4 კმ სიგრძის სალაშქრო ბილიკი მოეწყო. იგი სხვადასხვა ტიპის 14 ტურისტულ ობიექტს მოიცავს. მათ შორის, მონასტრებს, ციხეებსა და მღვიმეებს, რომლებიც ზღვის დონიდან 291 მ-ით დაწყებული 806 ...

სრულად ნახვა

გამგეობამ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკი დააფინანსა

მუნიციპალიტეტის გამგებლის, რობიზონ გვენეტაძის მიერ დაფინანსებული საზაფხულო ბანაკის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა წარმოადგინეს სხვადასხვა პროექტები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა  მათ სერტიფიკატები გადასცა. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

უმწეოთა სასადილოში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით ტყიბულში, უმწეოთა სასადილოში, სარემონტო, სარეაბილიტაციო და შეკეთებითი სამუშაოები ჩატარდა. გარდა ამისა, ტენდერის გზით განხორციელდა თანამედროვე ტიპის ინვენტარისა და ტექნიკური მოწყობილობების შეძენა. სრული ფინანსური ხარჯი 6 594 ლარს შეადგენს. ასევე, მოხდა 1 300 ლარის ღირებულების ე.წ. „სტელაჟისა“ და ორი მაგიდის შესყიდვა და მოწყობა.   აღნიშნული შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნელი ქარელმა დაათვალიერეს და ბენეფიციარებსა და მომსახურე პერსონალს გაესაუბრნენ. მარი ბაბუხადია 

სრულად ნახვა

სახალხო დღესასწაული - ,,ტყიბულქალაქობა- 2015“

24 ოქტომბერს გაიმართება სახალხო დღესასწაული - ,,ტყიბულქალაქობა- 2015“. პროგრამა: 12:00 სთ -საცურაო აუზის გახსნა 12:30 სთ -მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში საკონცერტო დარბაზის გახსნა. 13: 00 სთ -ნოდარ ვახტანგაძის ვარსკვლავის გახნა (მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია) 13: 00 სთ-სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 13: 00 სთ -სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ მოლბერტზე ხატვა კლასიკური მუსიკის ფონზე 13: 30 სთ -ასფალტზე ხატვა 13:30 სთ -სპორტული ღონისძიებები 14:00 სთ -საბავშვო ღონისძიება პატარებისათვის 14:30 სთ -ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული ოკრიბის წარმოსახვა - ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინიდსტრაციული ერთეულებისათვის დამახასიათებელი ფოლკლორისა და სამზარეულოს წარმოჩინება 14:30 სთ - ხალხური რეწვის ნიმუშებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონანტების გამოფენა 15:00 სთ - დასკვნითი ...

სრულად ნახვა

,,ჭირვეულას“ პრემიერა

  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის სახელობის საბავშვო-სასულიერო თეატრ-სტუდიამ მოზარდ მაყურებელს ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, „ჭირვეულა,“ წარმოუდგინა, რომელიც სტუდიის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა, ლალი კუბლაშვილმა, შარლ პეროს ზღაპრის, „წითელქუდას,“ მიხედვით დადგა. 45 წუთიან წარმოდგენაში სტუდიის ორივე ჯგუფის 54-მდე აღსაზრდელი და მუნიციპალიტეტის თეატრის მსახიობები - მარინე ბრეგაძე და თორნიკე გოტიაშვილი, ერთობლივად იყვნენ ჩართულნი. სიუჟეტის ორიგინალური ვერსიის მთავარი გმირი ჭირვეული ხასიათის გოგონაა, რომელიც არ ემორჩილება ძიძებსა და დედა-დედოფალს. „წითელქუდას“ (იგივე „ჭირვეულა“) პროტოტიპი მარიამ ბრეგაძემ განასახიერა. თუმცა, ყველა როლი მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. „ჭირვეულა“ ბებოს მოსანახულებლად მიმავალ გზაზე უამრავ თავგადასავალს აწყდება, მათ შორის არის პატარებისათვის ბევრი ...

სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ

  უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას, თვითთმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიას ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდნენ.   მოწვეული სპიკერები იყვნენ: კონსტანტინე ჟღენტი - ელჩი (უზბეკეთში), დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი; გიორგი ყარალაშვილი - ელჩი (თურქმენეთში), დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი; გოგა ტაბატაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი;   აქტივობის დაგეგმვას საფუძვლად დაედო 2017  წლის 28 მარტიდან დღემდე ევროკავშირის /შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმით არამართლზომიერად სარგებლობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;   მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია ...

სრულად ნახვა

ქართული პედაგოგიური ელიტის უმაღლესი ჯილდო - N1 სკოლას

  ტყიბულის N1 საჯარო სკოლა იაკობ გოგებაშვილის კვირეულში მონაწილეობისათვის საიუბილეო მედლითა და სიგელით დაჯილდოვდა და 5 000 ნამუშევარს შორის გამარჯვება მოიპოვა.   სკოლა უკვე ზედიზედ მეორე წელია ქართული პედაგოგიური ელიტის უმაღლეს ჯილდოს იღებს. მას გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე, გარი ჩაფიძე და მისი ადმინისტრაცია პირადად ესტუმრა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

ტყიბულში ეპიდვითარება სტაბილურ ფაზაშია

 კორონავირუსის სტატისტიკა მნიშვნელოვნად კლების ტენდენციას განიცდის, რაც დამაიმედებელ პროგნოზებს ქმნის მოსახლეობაში. საქართველოს მასშტაბით, ბოლო 24 საათში, მხოლოდ 51 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება ტყიბულის მუნიციპალიტეტს, კვირაზე მეტია, დაავადების ფაქტი არ დადასტურებულა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანლის, მადონა ქასრაძის, ინფორმაციიც ამჟამად, იგეგმება გარკვეული კონტიგენტის მოსახლეობის PCR ტესტით კვლევა, რაც დაკავშირებულია ვირუსის ახალი შტამის ცირკულაციის კვლევასთან. ამ მომენტისათვის ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. მაგალითისათვის, თუ თებერვალში დაავადების 1865 (ყველაზე მაღალი) შემთხვევა გამოვლინდა, მარტში ეს რიცხვი 13-ჯერ შემცირდა, ხოლო აპრილში მხოლოდ 42 ფაქტია აღნიშნული.  რაც შეეხება საერთო მაჩვენებლებს - დღემდე, მუნიციპალიტეტში, 7000  შემთვევაა რეგისტრირებული, აქედან ...

სრულად ნახვა

ელისო ჩაფიძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად „საქნახშირის“ მონიტორინგის შედეგებით დაინტერესდა

  საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი „საქნახშირის“ ახალ გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს, შეხვდნენ და ჩატარებული მონიტორინგის შედეგებითა და ქვანახშირის მრეწველობის დარგში მიმდინარე პროცესების დღევანდელი ვითარებით დაინტერესდნენ.   ოფიციალური შეხვედრა ჯერ ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციაში შედგა და ამის შემდეგ ისინი ტექნიკურ დირექციასთან ერთად, სპეციალური ვაგონით, მინდელის სახელობის შახტაში 300 მეტრ სიღრმეზე, ჩავიდნენ, სადაც ისინი, ყველაზე მძიმე პროფესიის ადამიანების, მეშახტეების, სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცვნენ. ნანა რაზმაძე

სრულად ნახვა

პარტიული სიის ათეულები ტყიბულში

  2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის N57–ე საარჩევნო ოლქში,პარტიული სია სულ 9 სუბიექტმა წარადგინა.  ესენია: N2 –საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა- ევროპული საქართველო“, N3 –საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე,კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“, N5 –საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, N8– „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი –საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, N10 – „შალვა ნათელაშვილი– საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, N27 – საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე– ერთობა, ახალი საქართველო , N31 – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, N37– „ სოციალისტური საქართველო – კომუნისტები“, N41– პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ N2 –საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა- ...

სრულად ნახვა

საწირეში მინისტრმა ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ,,კურორტ საწირის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, გია ბუბაშვილის, აქტიურობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში, ქვეყნის მასშტაბით, რიგით 64-ე საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა, რომლის საზეიმო გახსნის ცერემონიაც გაიმართა. აღნიშნული დაწესებულება იმერეთის რეგიონში მეთოთხმეტეა, რომელიც 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სერვისს, უმოკლეს დროსა და კომფორტულ გარემოში, შესთავაზებს ადგილობრივებს. ახალი ინფრასრტრუქტურული ობიექტის გახსნაზე მისულ მოსახლეობას განწყობის შესაქმნელად ღია სცენაზე გამართული მუსიკალური პროგრამა შესთავაზეს, სადაც ახალგაზრდებისათვის სახალისო ვიქტორინაც გაიმართა. პარალელურად, ცენტრის სპეციალურად მოწყობილ გარემოში, საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა შედგა.   ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მთავარი მასპინძელი საქართელოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ...

სრულად ნახვა

მდინარე „ტყიბულას“ კალაპოტის გაწმენდით მრავალი პრობლემა მოიხსნება

  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გამგეობის ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში 299 ათასი ლარის ღირებულების მდინარის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა, შ.პ.ს „გაბიონი 2000“, ასრულებს.   ხიდის გასწვრივ, ორივე მხარეზე, სულ 700 გრძივი მეტრი მონაკვეთი იწმინდება. ასევე, მოეწყობა ახალი გაბიონი. პროექტის განხორციელებით მიმდებარედ მცხოვრებ ტყვარჩელის ქუჩის მოსახლეობას წლების განმავლობაში მოუგვარებელი საკანალიზაციო სისტემის პრობლემა და დატბორვის საშიშროება მოეხსნებათ. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

ტყიბულში მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი გაიხსნა

ქვანახშირის მრეწველობის დარგში მოღვაწე და გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ტყიბულში, ქალაქის შემოსასვლელში, მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორმა, იოსებ ხახალეიშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და საქნახშირის გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა, გახსნეს. ობიექტის მშენებლობის იდეა მუნიციპალიტეტის გამგებელს, რობიზონ გვენეტაძეს ეკუთვნის. ღონისძიება ტყიბულელ დეკლამატორს, მაია ბრეგაძეს მიჰყავდა. მარი ბაბუხადია https://youtu.be/y3ouTElvNds

სრულად ნახვა

ბიძინა ივანიშვილმა გაზეთის, „ტყიბულის”, კითხვას უპასუხა

  პროექტის, რომლის სახელწოდებაა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან,” ფარგლებში, 12 სექტემბერს, „GDS-ის“ ტელეკომპანიამ, ამჯერად, რიგით მეოთხე გადაცემა იმერეთიდან, ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრიდან, პირდაპირი ტრანსლაციით გააშუქა, რომელსაც „20:30-ის“ წამყვანები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი უძღვებოდნენ.   სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეულ 25 ჟურნალისტს საშუალება ჰქონდა, მათი რაიონისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური კითხვები, ღია ეთერში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის, საზოგადოება „მოქალაქის” დამფუძნებლისათვის, ბიძინა ივანიშვილისათვის, დაესვა. გაზეთის „ტყიბულის” რედაქციის კითხვას, რომელიც შახტებისა და ქვანახშირის მრეწველობის განვითარებას უკავშირდებოდა, ბატონმა ბიძინამ გულწრფელად უპასუხა. - ბატონო ბიძინა, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენი ძალისხმევით დამარცხდა საქართველოში ძალადობა და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ...

სრულად ნახვა

გამგეობის ყოველკვირეული თათბირი

ორშაბათის ტრადიციულ თათბირს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე შალვა გაბრიაძე უძღვებოდა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის წინაშე სამსახურის უფროსებმა საკუთარ უწყებებში კვირის მანძილზე განხორციელებული სამუშაოს ანგარიშები წარადგინეს. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

„MASTER LEAGUE-ს“ საფეხბურთო ჩემპიონატი ტყიბულში

  25 სექტემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტურნირი „MASTER LEAGUE-ს“ ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც ა.(ა).ი.პ. „7×7 ფეხბურთის ასოციაციის“ ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით იმართება. მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-მდე გუნდი იღებს მონაწილეობას. ტყიბულში აღნიშნულ ჩემპიონატს სოფელ ორპირის საჯარო სკოლის სპორტული მოედანი მასპინძლობს და მასში მოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 7 გუნდია ჩართული. ესენია: საწირე, ხრესილი, ორპირი, კურსები (2 გუნდი),  გელათი, მაღარო.  ტურნირი მიზნად ისახავს ფეხბურთის მასობრიობის გაზრდას, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენას, ხოლო ვეტერანი სპორტსმენების დაბრუნებასა და ჩართვას თამაშებში.  მატჩების პირველი, მუნიციპალური ეტაპი, წრიული სისტემით ჩატარდება, ...

სრულად ნახვა

გელათში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

კურსების ადმინისტრაციული ერთეულის  გელათის საჯარო სკოლის დამხმარე შენობაში ახალრეაბილიტირებული ძიუდოს დარბაზი მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, გახსნეს. საზეიმო ცერემონიალს  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის,   სხვადასხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სკოლის ადმინისტრაცია ესწრებოდნენ. საპატიო სტუმართა შორის იმყოფებოდნენ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი, ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი, საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ლაშა გუჯეჯიანი და ფედერაციის სხვა წევრები. დარბაზის რეაბილიტაციის ინიციატივა გელათის მკვიდრს, ზაზა ავალიანს, ეკუთვნის, რომელიც ძიუდოს ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით, მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამხორციელდა. გარდა ამისა ფედერაციისაგან ობიექტს საჩუქრად გადაეცა შესაბამისი ინვენტარი. ღონისძიება დეკლამატორს, მაია ბრეგაძეს, ...

სრულად ნახვა

საკრებულოზე შვიდი პროექტი დამტკიცდა

  დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი იქნა განხილული საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი, თამაზ კუბლაშვილი, უძღვებოდა.  მომხსენებლებმა დეპუტაციას რამდენიმე პროექტი წარუდგინეს. მათ შორის იყო; - 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის გაცნობა, ასევე სოციალური პროგრამების ანგარიში და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხის კორექტირება.   საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი ყველა საკითხი, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, არსებული სახით იქნა დამტკიცებული. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

„ექვთიმე ღვთისკაცის“ პრემიერა ტყიბულში

  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმის, „ექვთიმე ღვთისკაცის,“ საპრემიერო ჩვენება შედგა.   ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძეა, ხოლო მთავარ როლებს რეზო ჩხიკვიშვილი და ანა წერეთელი ასრულებენ. როგორც მისი ავტორები უწოდებენ, ეს არის სახალხო კინო, რომლის შექმნაშიც 7 ათას შემომწირველსა და რამდენიმე პატრიოტ კომპანიას მიუძღვის წვლილი. ტყიბული რიგით 44-ე ქალაქია, სადაც ფილმი მაყურებელს წარუდგინეს.   „ექვთიმე ღვთისკაცის“ შემოქმედებითი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ეს არის ფილმი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს და ასეთი ეროვნული გმირების შესახებ მეტი კინემატოგრაფიული პროდუქტი უნდა შეიქმნას. ნათია მურუსიძე https://youtu.be/BTJAU_8lW74  

სრულად ნახვა

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღეისათვის, უკვე დასრულებულ და ამჟამად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მერის I-მა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონალური ინიციატივების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ, მონიტორინგი განახორციელეს.   პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონალური ინიციატივების ცენტრი - ნათელი მომავალი,“ მსოფლიო ბანკის, „ელკანასა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რისთვისაც 60 ათასამდე ლარი იხარჯება. მთლიანად შეიცვალა მუზეუმის სახურავი, მეორე სართულზე საგამოფენო სივრცის სამ დარბაზში მოეწყო ჭერი და გაკეთდა ახალი ელექტრო გაყვანილობა. აქ ასევე მოხდება წინა ფასადის ოცივე ფანჯრის მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით ჩანაცვლება. მარი ბაბუხადია https://youtu.be/UCxTBmBGGpo

სრულად ნახვა

გეგმიური სხდომა საკრებულოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. მას დეპუტატებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე, თანამომხსენებლები და ადმისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე ასევე იმყოფებოდნენ იმერეთის სატყეო სამსახურის, ,,სოკარ ჯორჯია გაზის“, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები.   სხდომის დაწყებამდე შეკრებილებმა, სოხუმის დაცემიდან 26-წლისთავთან დაკავშირებით, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.    დღის წესრიგით წამოდგენილი ორი განკარგულების პროექტიდან პირველი შეეხებოდა საკრებულოს აპარატის უფროსის ანგარიშს 2019 წლის განვლილ პერიოდში ამავე აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. მეორე ...

სრულად ნახვა

„აგვისტოს გმირების“ საფლავები ყვავილებით შეამკეს

  2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან დაღუპული გმირების, ფრიდონ ბრეგაძისა და ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელების უკვდავსაყოფად ღონისძიებები მოეწყო, რომლებიც გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილებისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით სოფლებში ბუეთსა და ძიროვანში გაიმართა. მონაწილეებმა პატრიოტული ლექსებით, სიმღერებითა და ომის ეპიზოდების გახსენებით პატივი მიაგეს ბრძოლის ველზე დაცემულთა ხსოვნას.   მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს ომში დაღუპულთა ორივე ოჯახს, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებულებით, ფულადი დახმარება 500-500 ლარის ოდენობით გადაეცათ. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

თბოსადგურის პროექტის პრეზენტაციის დღე ისტორიულად შეფასდა

  მიმდინარე წლის აგვისტოში, ტყიბულში, 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება. პროექტისა და მისი გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, ელისო ჩაფიძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ჭოლაძე, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ესწრებოდნენ. 200 მილიონამდე ღირებულების ინვესტიცია ჩვენს ქალაქში ქვანახშირის მრეწველობის განვითარებასა და მთლიანობაში  კი, 1 000 - ზე მეტი ადამიანის დასაქმებას განაპირობებს. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

ლევან ბაბუხადია პროექტის, – „სპორტი ბარიერების გარეშე, ფინალისტია

  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ, საქართველოს მასშტაბით, განხორციელებულ პროექტში – „CYNC-სპორტი ბარიერების გარეშე“ – ტყიბულის მუნიციპალიტეტიც მონაწილეობდა. 14-16 წლის მოზარდებისათვის ხელმისაწვდომი იყო ქუჩის კალათბურთის, მინი ფეხბურთის, სპრინტისა და ჭადრაკის საფესტივალო აქტივობები. მუნიციპალურ ეტაპზე გამოვლენილი წარმატებული სპორტსმენები ჩაერთვნენ რეგიონალურ თამაშებში, რომელიც ქ. ქუთაისში, 10-11 ივნისს გაიმართა. ჭადრაკში გამარჯვება მოიპოვა ტყიბულის №6 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლევან ბაბუხადიამ, რომელიც ივლისის თვეში, ანაკლიაში, „მომავლის ბანაკში“ გაემგზავრება, სადაც სპორტის ოთხ სახეობაში გამარჯვებულები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მათი დაჯილდოება კი მოხდება, ბანაკის ნაკადის დახურვის დღეს, სოლიდური პრიზებით - პლანშეტებითა და ბრენდირებული მაჯის საათებით. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...

სრულად ნახვა

ტყიბულში მოხუცთათვის კულტურის ცენტრი გაიხსნა

უმწეოთა სასადილოს შენობაში მოხუცთათვის კულტურის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის, ,,ადამიანი გაჭირვებაში"-,,PIN-ის", მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,ტყიბულის მეშახტეთა შრომის დიდების საქველმოქმედო ფონდის", მიერ წარმოდგენილი გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კულტურის ცენტრში მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება ღონისძიებები, გაიმართება შეხვედრები და მოეწყობა ფილმების ჩვენება. აქტივობებში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მარი ბაბუხადია https://youtu.be/X4TDQbmvRbc

სრულად ნახვა

კომენტარები გამორთულია