„ჯი-აი-ჯი" დათმობებზე არ მიდის და მეშახტეთა გაფიცვა გრძელდება

ხუთი დღეა, მძიმე მრეწველობის ქალაქში მეშახტეთა მღელვარება არ ცხრება. „საქნახშირის ჯი-აი-ჯი ჯგუფში" საწარმოო პროცესი 14 თებერვალს მაღაროელთა გაფიცვის გამო შეწყდა. პროტესტის გამომხატველთა რაოდენობა 1000 კაცს აღემატება. საწარმოს გენარალური დირექტორის, ვახტანგ ჩხეიძის, სახელზე 700-მდე ხელმოწერით განცხადებაა შესული. მუშათა კლასი შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას ითხოვს.შახტის დირექცია ამ დრომდე დათმობებზე არ მიდის და გაფიცულებს სამუშაო პროცესის აღდგენისკენ მოუწოდებს.

 ნანა რაზმაძე

კომენტარები გამორთულია