ტყიბულში კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელმა იკლო

   მსოფლიო პანდემიის ფონზე საქართველოში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაავადების მაჩვენებელმა იკლო, მსგავსი ვითარებაა ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც. დღეისათვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ინფორმაციით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სულ კოვიდინფიცირების - 1203 შემთხვევა, აქედან ბოლო ორი დღის ჯამური მაჩვენებელია - 25, მთლიანად გამოჯანმრთელებულია 1041 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება - 121, ხოლო სამწუხაროდ, გარდაცვლილია 13 ადამიანი. აქედან 2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე გამოვლენილია 200 ფაქტი, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძვღვანლის, მადონა ქასრაძის, განცხადებით კლებისკენ მიმართული ტენდენციაა და ამ ეტაპზე, სიტუაციის სტაბილურობისაკენ სვლას მიუთითებს, თუმცა რამდენად შენარჩუნდება ეს მდგომარეობა, ამის პროგნოზირება რთულია.

   გრძელდება რანდომული კვლევები, რომელიც საჯარო სკოლების პედაგოგებს, პოლიციის თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერიოდულად, PCR ტესტირებით, უტარდებათ. გარდა ამისა, სავალდებულო წესით, სწრაფი ტესტით ღია და დახურული ტიპის ბაზრობების თანამშრომლებისა და ტაქსის მძღოლების გამოკვლევა მოხდება. უკვე შესაძლებელია დაავადებისათვის დამახასიათებელი ჩივილების მიუხედავად, სიმპტომების არქონის შემთხვევაშიც კი, ნებისმიერმა მსურველმა ჩაიტაროს ტესტირება, რისთვისაც მათ შეუძლიათ მიმართონ, როგორც ტყიბულის „ევექსის“ ჰოსპიტალს, ასევე, მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.

   რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, მეორე სემესტრიდან მეცადინეობები საკლასო ოთახებში განახლდა მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში, თუმცა N2 და გელათის საჯარო სკოლები, ასევე N6 სკოლის ერთი კლასი, 1 თებერვლამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

 

ნათია მურუსიძე

3 thoughts on “ტყიბულში კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელმა იკლო

  1. Уведомление: sildenafil
  2. Уведомление: viagra
  3. Уведомление: revatio

კომენტარები გამორთულია