პრემიერა ,,შერეკილები“ ტყიბულის თეატრში

ტყიბულს ინტეგრირებული თეატრი, ,,აზდაკის ბაღი,“ რეზო გაბრიაძის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის, ,,შერეკილების,“ პრემიერით ეწვია.    

  ინსცენირების ავტორმა და რეჟისორმა ,,აზდაკის ბაღის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ივანე ( ბაჩო) გაბრუაშვილმა, ელდარ შენგელაიას რეჟისურით შექმნილი ყველასათვის საყვარელი ფილმისგან სრულიად განსხვავებული ახლებური ხედვით გადაწყვეტილი, კლოუნადას ჟანრის, დადგმა წარმოგვიდგინა. მასში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოყვარულ მსახიობებთან ერთად, პროფესიონალი, ცნობილი სახეები და ამასთანავე, მარიონეტი შშმ თოჯინებიც თამაშობენ.

    ჩვენი ქალაქის სტუმარმა თეატრმა ,,შერეკილები“ ერთი წლის წინ გადრაცვლილი დიდი რეჟისორისა და დრამატურგის, რეზო გაბრიაძის, საპატივცემულოდ დადგა და როგორც რეჟისორმა აღნიშნა, შემთხვევით არ მომხდარა, რომ პრემიერის გასამართ ადგილად  პიესის  ავტორის ფესვების გათვალისწინებით სწორედ, რომ ტყიბული შეარჩია.

    სპექტაკლი განსხვავებული და საინტერესოა იმითაც, რომ მოხსნილი აქვს ენობრივი ბარიერი და ის ამ თვალსაზრისით ერთნაირად გასაგებია განვითარების ყველა ტიპისა და ეროვნების მაყურებლისთვის.

   საქართველოში პირველი ინტეგრირებული თეატრი ,,აზდაკის ბაღი“ რვა წლის წინ, ივანე გაბრუაშვისლ მიერ დაარსდა  და ის, იმ დღიდან დაწყებული უწყვეტად დგამს წარმოდგენებს.  პანდემიის პერიოდში კი, სატელევიზიო სპექტაკლი ,,უჩვეულო გაკვეთილი“ აჩუქა მან მაყერებელს. მნიშვნელოვანია, რომ თეატრთან თანაარსებობს ამავე სახელწოდების  ინტეგრირებული თეატრ-სტუდია და სოციალური საწარმოც, სადაც შექმნილი საპილოტე ვერსიის შშმ თოჯინები სწორედ ,,შერეკილებში“ ვნახეთ.

   ,,ამ ქალაქიდან დადებითი ემოციებით მივდივართ. მადლობა ტყიბულს, მუნიციპალიტეტის მერიას,  თეატრს, არაჩვეულებრივ მაყურებელს, ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ  ასეთი ტიპის თეატრი მაქვს და მით უფრო იმით, რომ მას ასე შესანიშნავად იღებს მაყურებელი“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში რეჟისორმა-ივანე გაბრუაშვილმა.

  წარმოდგენა ტყიბულის თეატრში მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების  მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც  მერი, დავით ჩერქეზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის სფეროებისა  და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები, შშმ პირები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

                                                                                                                      მარი ბაბუხადია

8 thoughts on “პრემიერა ,,შერეკილები“ ტყიბულის თეატრში

  1. I was pretty pleased to discover this page. I want to to thank you for ones time for this fantastic read!! I definitely enjoyed every part of it and i also have you saved as a favorite to check out new things in your web site.

  2. Are Cialis Super Active and Cialis Soft Tabs both good for everyone priligy cvs Although geniuses are generally only twelve or thirteen years old, when they enter Xingchen University, they must strictly demand themselves as adults, be brave, be diligent, cialis tadalafil 20mg price Best Safe Male Enhancement Pills and have the capital to live in this cruel world

  3. Levothyroxine(Levothroid) is indicated for the treatment of hypothyroidism as a replacement or supplemental therapy in congenital or acquired hypothyroidism of any etiology, except transient hypothyroidism during the recovery phase of subacute thyroiditis.
    https://qmc.com.au/wp-content/plugins/slide/buylevothyroxineonline/ - Save UP to 250.47$ and get two free pills Viagra or Cialis or Levitra (available with every order).
    Highest Quality Generic Drugs. Safe & Secure Payments. Fast & Free Delivery.

  4. Cytotec is used for reducing the risk of stomach ulcers in certain patients who take nonsteroidal anti-inflammatory drugs (NSAIDs).
    Special offer: Save up to $498 (only $1.85 per pill) - https://centaur.ag/wp-content/uploads/wpc247/antibiotics/buycytotec/ buy avodart online and get discount for all purchased!
    Two Free Pills (Viagra or Cialis or Levitra) available With Every Order.
    No Prescription Required. Safe & Secure Payments. Fast & Free Delivery.
    Tag: cytotec online uk buy, cytotec online uk buy, buy cytotec without prescription

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.