ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში პეტრე ჩაიკოვსკის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საკონცერტო პროგრამა, გარდა მუსიკალური ნომრებისა, ცნობილი რუსი კომპოზიტორის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებსა და ცხოვრებისეულ ეპიზოდებს მოიცავდა.
ღონისძიებას კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია