საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები, ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე, წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ტყიბულის მერობის კანდიდატად თემურ ჩუბინიძე დაასახელა. რომელსაც 2013-2014 წლებში ტყიბულის გამგებლის თანამდებობა ეკავა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტატი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სხვა წარმომადგენლები და მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია