ბუთხუზ ბასილაიას სახელობის სკვერი საზეიმოდ გაიხსნა

მეშახტის პროფესიული დღესასწაულის კულმინაცია ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ჩვენი ქალაქის მკვიდრის, ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაიას სახელობის სკვერის საზეიმო გახსნა იყო. დიდი მაესტროს პატივისცემის ნიშნად აქ ლითონის კონსტრუქციისაგან დამზადებული სკულპტურული კომპოზიცია, როიალი, დაიდგა.

სკვერის მოწყობის ინიციატივა მუნიციპალიტეტის გამგებელს, რობიზონ გვენეტაძეს ეკუთვნის, რომელიც ქველმოქმედებითა და კერძო შემოწირულობებით განხორციელდა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იმყოფებოდნენ  თერჯოლა-ტყიბულის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე) , იმერეთის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ალექსანდრე ბასილაიას მეუღლე, ლუიზა კობალაძე, ანსამბლის, ,,ივერიის"  წევრები, მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, სიმებიანი კვარტეტი და სხვები.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია