eliso_chafidze_56957

"არაოფიციალურად შემომთავაზეს, რომ ერთ-ერთი პირველი კანდიდატი თერჯოლა-ტყიბულის რაიონში, მე ვიყო"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ელისო ჩაფიძის განცხადებით, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატად, პირველად, მისი კანდიდატურა განიხილება.ელისო ჩაფიძის განმარტებით, მას "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არაოფიციალურად, შესთავაზა, რომ ის გახდეს აღნიშნულ რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატი, თუმცა საბოლოოდ, გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

"სიების შექმნაში ჩართულია პოლიტსაბჭო, და სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, ვინ სად იქნება. ჩემი ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს განხილვები კანდიდატებთან დაკავშირებით. ჩემი სურვილია, რომ მე ისევ ჩემს რაიონში ვიყო. აროფიციალურად შემომთავაზეს, რომ ერთ-ერთი პირველი კანდიდატი თერჯოლა-ტყიბულის რაიონში მე ვიყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს",- განაცდადა ჩაფიძემ "პირველ პრესკლუბში".
მისი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ბევრი ადამიანი მოხვდება დღევანდელი პარლამენტის წევრებიდან.