215_4686_01.MP4.Still001

სხდომა საკრებულოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ გეგმიურ სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას დეპუტატები, მომხსენებლები, სხვადასხვა სამსახურის, ა.(ა).ი.პ. - ისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგის მიხედვით - 9, მათ შორის, 7 - განკარგულებისა და 2 დადგენილების პროექტი იქნა განხილული. პირველი საკითხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N73 დადგენილებაში ცვლილების შეტანას შეეხებოდა, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, თემურ ცქიფურიშვილმა, წარმოადგინა. ცვლილება განპირობებულია მთავრობის 2019 წლის 19 აპრილის N 835 (885,6 ათასი ლარი-სოფლის შიდა გზების ბეტონის საფარით მოწყობა) დადგენილებით გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერების მიმართვის და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 60,0 ათასი ლარის ბიუჯეტში ასახვის მიზნით. სულ შემოსავალი გაიზარდა 945,6 ათასი ლარით და შეადგინა 11256,1 ათასი ლარი. წარმოდგენილი იქნა, ასევე, პროექტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე.
განხილულ იქნა დადეგნილების პროექტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინ მოვლის პროგრმის ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცებას შესახებ. შეკრებილებმა მოისმინეს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. პროექტის ძირითადი მიზანი არის მარტოხელა ხანდაზმულების მდგომარეობის სტაბილიზაცია და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა. აღნიშნულ სერვისს 2019 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 1 მარტამდე, მერიის ზედამხედველობით, განახორციელებს ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი,“ რომელსაც 36 ათას 45 ლარის ოდენობით დაფინანსება მიღებული აქვს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პარტნიორთა ჩართულობით პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში. ტყიბულის მუნიციპალიტეტი კი, უზრუნველყოფს მას სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ღირებულებაც 15 ათასი ლარია.
საკრებულომ მოისმინა ინფორმაცია ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზენტაცია ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ ლაფერაძემ, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ტექსტური, ფოტო და სხვა ვიზუალური მასალით წარმოადგინა. პრეზენტაცია ასახავდა გაერთიანებაში შემავალი ყველა ორგანიზაცია-დაწესებულების მიერ ამ პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებს, აქტივობებს, ასევე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებს.
საკრებულოზე მომსმენილ იქნა, ასევე, ინფორმაცია ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ვალერ კობახიძემ, წარმოადგინა. მან სხვადასხვა სახეობების მიხედვით ტყიბულელ სპორტსმენთა წარმატებებზე, სამომავლო აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩვენი მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე გააკეთა აქცენტები.
ცნობად იქნა მიღებული განკარგულების პროექტი, რომელიც 2019 წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისა და მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.
განკარგულების სამი პროექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო გეგმაში ცვლილების შეტანას, მისი საფასურის შემცირებასა და მერიასა და „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს“ შორის მოძრავი ქონების თხოვების ხელშეკრულების გაფორმებისათვის თანხმობის მიცემას შეეხებოდა.
სხდომაზე ყველა პროექტი დეპუტატების უმრავლესობის მიერ კენჭისყრით იქნა მიღებული.

მარი ბაბუხადია