53599062_2083008965121554_3224692322356690944_n

საინფორმაციო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

  5 მარტს, ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში, გაიმართა პროექტის, - „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონში,“ პრეზენტაცია, რომლის დონორიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტია, საქართველოში აშშ-ს გავლით. შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თავითმმართველობების, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი, თენგიზ ფხაკაძე, უძღვებოდნენ. თვრამეტთვიანი პროექტის, „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში,“ ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები, რომელსაც  დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით სულ 12 გააგრძელებს მუშაობას.

  აღნიშნული პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია-ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ გაშუქებას. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისაგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ, საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების, ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. ამ თემაზე შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.