0012

რომან მაწკეპლაძე საკრებულოს უფლებამოსილი წევრია

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას დეპუტატებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ესწრებოდა.

  დღის წესრიგის მიხედვით განკარგულების ორი პროექტი იქნა წარმოდგენილი, რომელიც შეკრებილებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, თემურ ძაგნიძემ, გააცნო. კენჭისყრით მიღებულ იქნა პროექტი საკრებულოს წევრის, რომან მაწკეპლაძის, უფლებამოსილების ცნობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რომან მაწკეპლაძემ, 19 მაისს, ტყიბულში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, 13 სუბიექტს შორის, ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

  მეორე საკითხი საკრებულოს 2017 წლის 23 ნოემბრის N48 85 განკარგულებაში ცვლილების შეტანას უკავშირდებოდა. აღნიშნული ცვლილება ორ კომისიაში, რომლებიცაა:

  1. იურიდიულ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია;

  2. ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია, - რომან მაწკეპლაძის გაწევრიანებას შეეხებოდა, რაც, ასევე,  კენჭისყრით იქნა მიღებული.

  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და დეპუტატებმა საკრებულოს ახალ წევრს  უფლებამოსილება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მას.

მარი ბაბუხადია

01 02 03 04 05 06 07 08 09 0010 0011