ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. მას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, დეპუტატები და თანამომხსენებლები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგის მიხედვით 4 განკარგულების პროექტი იქნა განხილული, რომეlიც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გვენეტაძემ, წარმოადგინა. I პროექტი უკავშირდებოდა თანხმობის მიცემას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი (ხანძრის შედეგად განადგურებული) ქონების ჩამოწერაზე, ხოლო მომდევნო 2 საკითხი შეეხებოდა, ასევე, თანხმობის მიცემას უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებისათვის, მერიასა და ცუცხვათის საჯარო სკოლას შორის ამავე სოფელში მდებარე შენობის (1370 მ²) ფართის გადაცემაზე და 2 წლის ვადით სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურისათვის,“ ქ. ტყიბულში მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, პირველ სართულზე, განთავსებული (17 მ²) ფართის გადაცემაზე.
ბოლო პროექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის შემცირებას შეეხებოდა.
სხდომაზე წარმოდგენილი ყველა საკითხი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ კენჭისყრით იქნა მიღებული.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “რიგგარეშე სხდომა საკრებულოში”
კომენტარები გამორთულია