215_3377_01.MP4.Still002

დასახლების საერთო კრება გურნაში

  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა, ამჯერად, გურნის მოსახლეობასთან შედგა. დასახლების საერთო კრება სოფლის კლუბის შენობაში გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე და ადგილობრივი თვითმმრთველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებთან ერთად პროგრამის შინაარსსა და მის მნიშვნელობაზე მერის წარმომადგენელმა გურნაში, გიორგი ჩივაძემ და თემის დეპუტატმა საკრებულოში, გიორგი ნანიკაშვილმა, ისაუბრეს.

  სოფელზე გამოყოფილი 16 ათასი ლარი, მოსახლეობის მიერ, წინასწარ შერჩეული საპროექტო წინადადებების განხილვით განისაზღვრა. შეხვედრა საკმაოდ ხმაურიანად წარიმართა. აზრთა სხვადასხვაობა ცალკეული უბნების წყლით მომარაგებისა და გზების მოწესრიგების მოთხოვნას მოჰყვა. თუმცა, საბოლოოდ, პოლემიკის შედეგად, ყველაზე პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრა გადაწყდა. შედეგად, ადგილობრივებმა აღნიშნული თანხით სოფლისათვის წისქვილის ყიდვა, ახლადმოყწობილი საბავშვო ბაღისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა და შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია გადაწყვიტეს, რასაც მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს.

  გარდა სოფელ გურნისა, დასახლების საერთო კრება ადმინისტრაციული ერთეულის დანარჩენ 7 სოფელში - კისორეთში, ციხიაში, ბობოთში, კითხიჯში, ნაძვასა და კორეეთშიც გაიმართა, რითაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული შეხვედრები ჩვენს მუნიციპალიტეტში დასრულდა. უახლოეს მომავალში კი შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყება.

ნათია მურუსიძე