ფესტივალზე, „ტყიბული - 2015“, გამარჯვებული მოჭადრაკეები დააჯილდოვეს

  მუნიციპალური თეატრის დარბაზში საჭადრაკო ფესტივალის, „ტყიბული - 2015“, საზეიმო დახურვა გაიმართა. შეჯიბრების დებულების თანახმად საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დიპლომებით, მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

გიწვევთ მინი ფეხბურთში მონაწილეობის მისაღებად!

 20 ივლისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში იწყება 2016 წლის პირველობა მინი ფეხბურთში, რომელსაც საწირის საჯარო სკოლის სპორტული მოედანი უმასპინძლებს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადმინისტრაციული ერთეულების მცხოვრებლებს 18 წლის ასაკიდან. შეჯიბრებას ორგანიზებას გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ტყიბულის ახალგაზრდული საკრებულო და იმერეთის ახალგაზრდული ასოციაცია უწევენ. გათამაშება ჩატარდება ოლიმპიური, ან ნახევრადოლიმპიური სისტემით, რომლის ხანგრძლივობა 40 წუთია. გუნდის შემადგენლობა ხუთი ფეხბურთელის მონაწილეობით (ოთხი მოთამაშე და ერთი მეკარე) განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე არ დაიშვებიან მოქმედი ფეხბურთელები. I, II და III ადგილებზე გასული გუნდები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით (400-300-200 ლარის ოდენობით). ასევე, იმერეთის ...

სრულად ნახვა

ტყიბულმა მეშახტეთა პროფესიული დღე იზეიმა

  მეშახტეთა პროფესიული დღესასწაული კიდევ ერთხელ აღინიშნა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომელსაც საქალაქო ღონისძიება მიეძღვნა. საგანგებოდ ამ თარიღისათვის აქ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელი, დავით ბეჟუაშვილი, ბიზნესმენ ელგუჯა ქებურიასთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოვიდა.   საპატიო სტუმართა შორის იმყოფებოდნენ იმერეთის მხარის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, ვიცე-გუბერნატორი, პაატა ნადირაძე და სხვა ოფიციალური პირები. დღესასწაულს მუნიციპალიტეტის თეატრმა სპეციალური საკონცერტო პროგრამა მიუძღვნა. კომპანიამ მეშახტეებს, საზეიმო დღესთან დაკავშირებით, სიმბოლური ფულადი საჩუქრები გადასცა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

პროექტის, „დავასუფთაოთ საქართველო,“ პრეზენტაცია ტყიბულში

   „დავასუფთაოთ საქართველო,“ - ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი,“ შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.   „ორქისის“ ექსპერტებმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და სამსახურების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნების სიახლეების შესახებ. პროექტის ფარგლებში მოხდება საველე სამუშაოების წარმოება, რის შედეგადაც შესწავლილი იქნება სპონტანური ნაგავსაყრელებით გამოწვეული გარემოს დაბინძურების დონე. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

  გიწვევთ „C“  ჰეპატიტის უფასო გამოკვლევებზე

,,C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ საფუძველზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს დამტკიცდა, შემუშავდა საქართველოში ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია”, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლისათვის დაავადების პრევალენტობის 90%-ით და „C” ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილობის სულ ცოტა 65%-ით შემცირებას.   აღნიშნულ პროგრამას 2016 წლიდან დაემატა სკრინინგული კვლევის კომპონენტი. ამ მიზნით, ა.ა.ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა“ დაიწყო სკრინინგული გამოკვლევები „C” ჰეპატიტზე. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ეძლევა, უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა, გაიგოს არის თუ არა სავარაუდოდ „C“ ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი და მიიღოს სათანადო კონსულტაცია შემდეგი ქმედებისათვის.   გამოკვლევისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ტყიბული, კ. ლომაძის მოედანი N3, გამგეობის შენობა, მე-2 ...

სრულად ნახვა

მოსახლეობის საყურადღებოდ!

  ა/წლის 14 ივლისს, შაბათს, 12 საათზე ტყიბულის მოსწავლეთა სასახლეში, გაიმართება უფასო ლექცია, ტიბეტური მედიცინის შესახებ, დევიზით: „ცხოვრება წამლების გარეშე“. მომხსენებელი: ექიმ-პედიატრი, შორენა ალქანია.   მსმენელთა დაინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნული შეხვედრა, ამჯერად, მეორედ ეწყობა, სადაც მოქალაქეებს  შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ პირადი კონსულტაციები  გამოცდილ სპეციალისტებთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გამაჯანსაღებელ პროდუქციასა და ხელსაწყოების შესახებ.   ლექციაზე დასწრება თავისუფალია. გთხოვთ, მობრძანდეთ!

სრულად ნახვა

საკრებულოში მორიგი სხდომა ჩატარდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი უძღვებოდა, დღის წესრიგის თანახმად რვა საკითხი იყო განხილული. შეხვედრაზე თითოეულ მათგანს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით იგი მიღებულ იქნა. საკრებულოს წევრებთან ერთად სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე შალვა გაბრიაძე და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

ქორეოგრაფიული ფესტივალის ზეიმი ტყიბულში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ბავშთა ქორეოგრაფიული ფესტივალი „ტყიბული 2019“ გაიმართა, სლოგანით „მე მიყვარს საქართველო“. პროექტი მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებისა და ქართული ფოლკლორის განვითარების ეროვნული ცენტრის „გრაალის“ თანაორგანიზატორობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების გამართვის იდეა, კი ბავშვთა ანსამბლ „ცხრაჯვარის“ ხელმძღვანელს, ზურაბ ჭანკვეტაძეს, ეკუთვნის.   ფესტივალი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისათვის ერთმანეთისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების გაცნობას, ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ასევე, მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ანსამბლების მიღწევების წარმოჩინებას და ქორეოგრაფების გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარებას.   ფესტივალში სულ ჩართული იყო 6 მუნიციპალიტეტის 11 ქორეოგრაფიული ანსამბლის 400-მდე მოცეკვავე, მათგან 5 ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფი: „ცხრაჯვარი“, „მანდილი“, „დავითიანი“, „ოკრიბა“ ...

სრულად ნახვა

მინისტრი, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ტყიბულის ინფრასტრუქტურით დაინტერესდა

  ჩვენს ქალაქს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელგუჯა გოცირიძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სამთავრობო დელეგაციამ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელობასთან ერთად, ცალკეული ობიექტები და ადგილები დაათვალიერა და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის აუცილებელი დეტალები განიხილა. მინისტრის ინფორმაციით, უმოკლეს ვადებში, აქ მასშტაბური სარეაბილიტაციო პროცესები დაიწყება, რომლის ფარგლებშიც, „ცხრაჯვარზე,“ ცუცხვათის მღვიმესა და ახალსოფლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკურორტო ზონის მოწყობა იგეგმება. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

კონსერვატორიის სტუდენტთა კონცერტი ხელოვნების სკოლაში

მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა და უშუალოდ ამავე სასწავლებლის რექტორის, რევაზ კიკნაძის, მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. მანამდე კი, რექტორმა ტყიბულის ხელოვნების სკოლის საორკესტრო განყოფილებას მასტერკლასი შესთავაზა. მუსიკალური საღამო კლასიკურ და ჯაზის განყოფილებებს მოიცავდა. ახალგაზრდა შემსრულებლებმა ყოველი ნომრის დასრულებისას ოვაციები და მხურვალე აპლოდისმენტები მიიღეს მაყურებლისაგან. მარი ბაბუხადია https://youtu.be/OWu-1R4hY4E

სრულად ნახვა

ტყიბულში კატასტროფის ცენტრი გაიხსნა და ჰოსპიტალს რეანომობილი გადაეცა

  სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ტყიბულის ჰოსპიტალში კატასტროფის ცენტრის ფილიალის გახსნა, სახელმწიფოს დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, კორპორაცია „ევექსმა“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში ადგილობრივ საავადმყოფოს მერსედესის მარკის, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი, რეანომობილი მოემსახურება. პაციენტებთან კი, მაღალკვალიფიციური, გადამზადებული, პროფესიონალი ექიმები იმუშავებენ. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტით ოთხი კონტეინერი დაიდგა

  ქალაქის ცენტრალურ ადგილებში პლასტმასის ნარჩენებისათვის განკუთვნილი ოთხი კონტეინერი დაიდგა. პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის, „სპექტრისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის, „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“, მიერ ა.შ.შ. - ს საელჩოს მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

,,FLEX”-ის გამარჯვებულები ტყიბულიდან

  ტყიბულელი მოსწავლე-ახალგაზრდები მარიამ გვენეტაძე  და ერეკლე კუბლაშვილი მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა “FLEX”-ის ფინალისტები გახდნენ. პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას, უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით.  კონკურსში  6 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა მთელი საქართველოდან, მათგან გამარჯვებული კი, - 70 აპლიკანტი   გახდა. ფინალისტები   სამივე  ეტაპის   ყველა საფეხურის წარმატებით გადალახვის შემდეგ გამოვლინდნენ, რის  შესახებაც მათ  ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისიდან შეატყობინეს.    მარიამ გვენატაძე და ერეკლე კუბლაშვილი   ტყიბულის N 1 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასების წარმატებული  და აქტიური მოსწავლეები არიან. მარიამი ბავშვობიდან კითხვითაა გატაცებული, ამბობს, რომ ნაწარმოების ...

სრულად ნახვა

სოციალური მომსახურების სააგენტომ ორი ოჯახი დაასაჩუქრა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში ორ ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრმა, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ინიციატივით „გადაუდებელი რეაგირების ბავშვიანი ოჯახების კრიზისულ პროგრამით“ გათვალისწინებული საჩუქრები გადასცა. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

,,მარჯანიშვილელების“  ,,მონატრებიდან - მარადისობამდე“ ტყიბულელი მაყურებლისათვის

  ტყიბულელებისათვის, მუნიციპალურ თეატრში, ქუთაისის მოზარდ - მაყურებელთა ახალგაზრდულმა თეატრმა, ,,მარჯანიშვილელები,“ სპექტაკლი - ,,მონატრებიდან მარადისობამდე,“  წარმოადგინა.   ნოდარ დუმბაძის, ყველა ასაკის მკითხველისათვის საყვარელი მოთხრობების მიხედვით შექმნილი სცენარის ავტორი და წარმოდგენის რეჟისორი ,,მარჯანიშვილელების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, - თორნიკე მარჯანიშვილია. ტყიბულის სცენაზე გაცოცხლებული  დუმბაძის საყვარელი პერსონაჟები, პატარა, მოზარდი თუ ახალგაზრდა მსახიობების ენით, ჟესტიკულაციითა და მანევრულობით, მწერლისა და სპექტაკლის მთავარ სათქმელზე - სიკეთეზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და ადამიანებისათვის მათ მნიშვნელობაზე გვიამბობდნენ. მაყურებელი კი, - მათ გულწრფელი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით პასუხობდა.  აღსანიშნავია, რომ სცენაზე მდგარ 50-მდე მონაწილეს შორის, ყველაზე პატარა 4 წლის, რვა კი, - დებიუტანტი ...

სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა კონცერტი ხელოვნების სკოლაში

  მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, 2018-19 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ჩართულობით, კონცერტი მოეწყო. საგამოცდო პროგრამიდან შერჩეული 12 ნომერი საკონცერტო დარბაზში იყო წარმოდგენილი, რომელიც საფორტეპიანო განყოფილების, ასევე ქართული ცეკვებისა და საბალეტო კლასების მოსწავლეებმა შეასრულეს. წელს ხელოვნების სკოლას 25 კურსდამთავრებული ჰყავს, აღსანიშნავია, რომ მათმა უმრავლესობამ სასწავლებელი წარჩინებით დაასრულა და სურვილი აქვთ, ამავე დაწესებულების სხვა განყოფილებებზე გააგრძელონ სწავლა.   ღონისძიება პედაგოგს, ნინო აბესაძეს, მიჰყავდა. კურსდამთავრებულთა საღამო აქ წელს პირველად გაიმართა და როგორც დირექციამ აღნიშნა იგი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. კონცერტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ხელოვნების სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობები მიიღეს, რომელიც მათ კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ ...

სრულად ნახვა

თაბუკაშვილის ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

  ტყიბულში თაბუკაშვილის ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებული შესრულებული და მიმდინარე სამუშაოებით მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, დაინტერესდნენ და მათ ადგილზე მისვლით გაეცვნენ.   პროექტი რ.გ.ფ.-ის დაფინანსებით, მილიონ 100 ათასი ლარის ღირებულებით, ხორციელდება. სამუშაოებს კი, ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „მიმდემი“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში აღნიშნული გზის მიმდებარედ, ასევე, მოხდა 90 მ. სიგრძისა და 2 მ. სიმაღლის საყრდენი კედლის მონოლითური რკინა-ბეტონით მოწყობა, გარდა ამისა, სარკინიგზო გადასასვლელთან კიბის საფეხურებისა და მოაჯირების რეაბილიტაცია და ქუჩის გასწვრივ მდებარე საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულების ფასადების შელესვა-შეღებვა.   აქ მთლიანობაში 960 გრძივი მეტრი ...

სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა კორონავირუსთან დაკავშირებით

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა. საინფორმაციო შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, ადმინისტრაციული ერთეულების, მერიის სამსახურების, ა.(ა).ი.პ-ების, საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ დირექტორმა, მადონა ქასრაძემ შეკრებილებს მიაწოდა ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, გააცნო საქართველოსა და მსოფლიოში დღეს არსებული ვითარება, ისაუბრა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შესახებ, გადაცემის გზებზე, თვითიზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიებების მნიშვნელობაზე, ასევე, იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლის გატარება და დაცვა აუცილებელია COVID-19-ის გავრცლების თავიდან ასაცილებლად.   ...

სრულად ნახვა

სტიქიით დაზარალებულებს საჭირო მასალები გადაეცათ

  რამდენიმე დღის წინ განვითარებული სტიქიური მოვლენის, ძლიერი ქარის, შედეგად ტყიბულის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.   საქართველოს მთავრობამ იმერეთის გუბერნიასთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან ერთად შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიულად გაატარა. ადგილობრივმა შესაბამისმა კომისიამ დაზიანებული ობიექტების მდგომარეობა შეისწავლა და დაადგინა ზარალის ოდენობა.   მოსახლეობას გადასახური მასალები უკვე გადაეცა. აღნიშნულ პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადმინისტრაციული ერთეულებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.   მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიამ სულ ცხრა ობიექტის სახურავი დააზიანა. მათგან, 2 - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ხოლო 7 - კი ინდივიდუალური სახლი. აღსანიშნავია, რომ მოთუთიებული თუნუქის სახურავისა და ხის საჭირო მასალისათვის ...

სრულად ნახვა

წერილები სამშვიდობო მისიიდან

  160 წერილი მიიღეს ტყიბულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა უცხოეთში მყოფი სამშვიდობო მისიის ჯარისკაცებისაგან. პროექტს 2013 წლიდან თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებასა და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას.   ქართველი მეომრების გულწრფელი, ემოციური სტრიქონები საჯაროდ იქნა წაკითხული შეხვედრაზე, რომელიც N6 საჯარო სკოლაში შედგა და მას ორგანიზება ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, კახაბერ კუპატაძემ, გაუწია. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

„ტყიბულის“ ახალი ნომერი გთავაზობთ

  მეგობრებო, გამოვიდა აღდგენილი, ისტორიული, რვაგვერდიანი, ფერადი, ილუსტრირებული, მაღალპოლიგრაფიული გაზეთის „ტყიბულის“ ოცდამეერთე ნომერი. გთავაზობთ სრულ ელექტრონულ PDF ვერსიას.   (იხილეთ გაზეთის ელექტრონული ვერსია). ათწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს უკვე თქვენს წინაშე წარდგა გაცოცხლებული და განახლებული, ჭარმაგი, იუბილარი (10 სექტემბერს მას დაარსებიდან 85 წელი უსრულდება) გაზეთი, რომელსაც დაუბრუნდა მისი ისტორიული სახელი „ტყიბული“, და რომელიც არ უღალატებს სანიმუშო ტრადიციებს, უანგარო სამსახურს გაუწევს მის ერთგულ მკითხველს, გახდება თითოეული თქვენთაგანის საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე.. აღწერს და ასახავს იმ დროს, რომელსაც თაობები ქმნიან და თაობები ალამაზებენ და რაც მთავარია, იტყვის მართალ, უშიშარ სიტყვას, რომელიც ჭეშმარიტებასთან მიგვიყვანს...  რამეთუ ამ წუთისოფელში სუფთა ფურცლის გარდა კიდევ ...

სრულად ნახვა

ორშაბათის თათბირი გამგეობაში

   ორშაბათის ტრადიციულ თათბირს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე წარმართავდა. მან სამსახურის უფროსების მიერ ერთი კვირის მანძილზე გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციები მოისმინა და სათანადო დავალებები გასცა. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

ტყიბულში ეპიდვითარება მზარდია

კორონავირუსის მეხუთე ტალღის პირობებში ქვეყანაში დაავადების მაჩვენებლები იზრდება - ბოლო 24 საათში 4411 აქტიური შემთხვევა აღირიცხა. ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც ინფიცირების სტატისტიკა მომატებულია. თუ გასული თვის ანალოგიურ პერიოდში 201 ფაქტი გამოვლინდა, მიმდინარე თვეში ამ რიცხვმა უკვე 282 შეადგინა. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში 21-21 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა, სულ კი დღემდე - 3170 დაავადების ფაქტი. გამოჯანმრთელებულია - 2844, თვითზოლაციაში კი 319 პირია, ხოლო გარდაიცვალა 54  ადამიანი.  მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანლის, მადონა ქასრაძის, ინფორმაციით ამ ეტაპზე ძირითადად გამოვლენილია ოჯახური შემთხვევები, სადაც ზოგჯერ 5-6 წევრია ინფიცირებული, ისინიც ძირითადად  თვითიზოლაციაში მყოფი კონტაქტირებული პირები არიან. დაავადების ...

სრულად ნახვა

ირაკლი იოსელიანის ხსოვნას

 სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას... ,, მე წავალ, რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის, მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები’’... ადამიანის გონება ვერ სწვდება სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს, ვერ ხსნის ბედისწერის სვლებს, ვერ ხვდება ღვთის განგებულებას... ირაკლი იოსელიანმა მხოლოდ 44 წელი იცხოვრა ამ წუთისოფელში და დაუვიწყარი სახე შექმნა ადამიანისა, რომლისთვისაც ძვირფასი იყო ადამიანური ურთიერთობები და, ამიტომაც, მისი განვლილი ცხოვრება ნათელი მაგალითია გულწრფელი მეგობრობისა, უანგარო სიკეთისა და ჭეშმარიტი სიყვარულისა. დრო ვერ წაშლის იმ ტკივილსა და მონატრებას, რასაც ოჯახის წევრები: დედა, მეუღლე, და, მამიდები, ნათესავები, მეგობრები განიცდიან. ყველასათვის მარად ცოცხალი დარჩება ირაკლი, სიკვდილზე ამაღლებული. ლევან და დაჩი იოსელიანებს კი ...

სრულად ნახვა

დასუფთავების აქცია მოწამეთაში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, რობიზონ გვენეტაძის, ინიციატივით მოწამეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, წყალწითელას ხეობისაკენ მიმავალი ბილიკის გასწვრივ, დასუფთავების აქცია მოეწყო. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებაში მონაწილეობა გამგეობის, საკრებულოსა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო კომუნალური გაერთიანება თავისი სპეცტექნიკით. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა ნახატებისა და ფოტოების გამოფენა

   ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლაში კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.   წარმოდგენილი იყო 100-მდე ფერწერული, გრაფიკული, გამოყენებითი ხელოვნების - ვიტრაჟში, თექასა და ბატიკაში შესრულებული ნამუშევრები. ასევე, ქანდაკება - ბარელიეფების სახით. 14-მა აღსაზრდელმა, ოთხწლიანი სწავლების შედეგად, სხვადასხვა ჟანრში გამოხატული ხედვა და ფანტაზია, ინდივიდუალობა და ნიჭი ექსპოზიციით უჩვენა დამთვალიერებელს. თითოეულ ავტორს საკუთარ მრავალფეროვან ნაშრომებში ზეთსა და ტილოში შესრულებული ნიმუშებიც ჰქონდა გამოფენილი. ყურადღებას იქცევდა ვიტრაჟის დამზადების დახვეწილი ტექნიკა. ასევე, გრაფიკაში ტუშით ხატვისა და გრიზაილის გამოყენება. შედგა ქვიშაზე ხატვის ცოცხალი პროცესიც. პარალელურად ამ დღეს ფოტოგამოფენის კუთხეც განახლდა. კურსდამთავრებულებმა ზურაბ ჩუბინიძემ და ბექა დიხამინჯიამ ჩვენი ქალაქის არქიტექტურული ...

სრულად ნახვა

დასუფთავების მორიგი აქტივობა ქალაქში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების დასუფთავების სამსახურმა ქალაქის ტერიტორიაზე მორიგი აქტივობა განახორციელა. რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ არსებული ფერდობები და სკვერები, ასევე, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაიწმინდა. აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები თხოვნით მიმართავენ მოსახლეობას თავი შეიკავონ გარემოს დაბინძურებისაგან და ისარგებლონ სანაგვე ურნებით. ნათია მურუსიძე https://youtu.be/slEHIw6VmjY

სრულად ნახვა

გამგებელმა ღვაწლმოსილი პედაგოგი, მურმან მურუსიძე, დააჯილდოვა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, განათლების სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მიღწევებისათვის სიგელითა და ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა ღვაწლმოსილი პედაგოგი მურმან მურუსიძე. იგი ოთხ ათეულ წელზე მეტია, დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება, როგორც მომავალი თაობის აღზრდის, ასევე, ახალბედა პედაგოგების პროფესიონალ კადრებად ჩამოყალიბების საქმეს. წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს ის იყო ტყიბულის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდისტი, მთავარი სპეციალისტი თუ ხელმძღვანელი, რეორგანიზაციის შემდეგ - საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მერე კი  - უფროსი სპეციალისტი. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად. ნაყოფიერი მუშაობისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაჯილდოებულია საპატიო სიგელით. მურმან მურუსიძე სხვადასხვა წლებში ეწეოდა ...

სრულად ნახვა

ტყიბულში შიდა ეზოების რეაბილიტაცია გრძელდება

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი წელსაც გრძელდება. ამჯერად შესაბამისი სამუშაოები ტყვარჩელის ქუჩაზე ხორციელდება, სადაც N 24; N 26; N32 და N34 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს. ადგილზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე იმყოფებოდა, რომელიც დეტალურად გაეცნო შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ბორდიურების მოწყობა და 12 სმ-იანი სისქის არმირებული ბეტონის დაგება. შიდა ეზოების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 285531 ლარს შეადგენს. სამუშაოები მაისის თვეში დასრულდება და ეზოების კეთილმოწყობით მოსახლეობას დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდება. https://youtu.be/lWGENLiIyvQ

სრულად ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტყიბულში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ტყიბულში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. სპორტულმა ცენტრმა საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის კროსში შეჯიბრება მოაწყო, რომელშიც გამოვლენილი გამარჯვებულები და საპრიზო ადგილების მფლობელები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.   დამოუკიდებლობის დღეს მუნიციპალიტეტის თეატრმა კონცერტი, სათაურით, - „უკვდავი სული,“ მიუძღვნა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლები „ცხრაჯვარი“ და „ოკრიბა“ და დასის მსახიობები.   ზეიმზე ტყიბულელ წარმატებულ სპორტსმენს, საქართველოს ჩემპიონს ქართულ ჭიდაობაში და ნაკრების წევრს ძიუდოში, ილია სულამანიძესა და მის მწვრთნელს, გრიგოლ სოფრომაძეს, გამგეობისაგან გადაეცათ დიპლომები და ფულადი ჯილდოები, - 500 - 500 ლარის ოდენობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილეები, თვითმმართველობის ორგანოთა ...

სრულად ნახვა

შეხვედრა სამშენებლო კოლეჯის კონსტრუქტ2-ის წარმომადგენლებთან

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში სამშენებლო კოლეჯის, „კონსტრუქტ2-ის“ წარმომადგენლებთან პროფორიენტაციული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ასევე სამსახურების, ორგანიზაციების, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ „m²“-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთო პროექტია. 2021 წლის მიღებისთვის იგი აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული მომზადების ოთხ პროგრამაზე.  შეხვედრა იმერეთის გუბერნიისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა აღნიშნული კოლეჯისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულთან დაკავშირებით „კონსტრუქტ2-ის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნიტა ხაჩიძემ, ისაუბრა. ასევე, დარიგდა საინფორმაციო ფლაერები და პოსტერები. ...

სრულად ნახვა

გამგებელი ქორეოგრაფიულ სტუდიას ესტუმრა

  ტყიბულის ქორეოგრაფიული სტუდია უკვე 47 წელია, ჩვენს მუნიციპალიტეტში ქართული ცეკვის კულტურას აყალიბებს, რომელსაც, უცვლელად, საკუთარი საქმის უბადლო მცოდნე ადამიანი, თამაზ დვალი, ხელმძღვანელობს. სწორედ საკუთარი დამსახურებისა და ღვაწლის გამო, მშობლიური კუთხის წინაშე, ცოტა ხნის წინ, იგი ტყიბულის საპატიო მოქალაქედ იქნა არჩეული. მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, რომელმაც პირადად დააჯილდოვა ბატონი თამაზი ამ ღირსეული ტიტულით, ქორეოგრაფიულ სტუდიას, თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად, ეწვია, რათა სკოლის პრობლემებსა თუ სამომავლო გეგმებში უკეთ გარკვეულიყო. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

ზესტაფონში რეაბილიტირებული მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები გაიხსნა

  ზესტაფონში რეაბილიტირებული N6 და N7 საჯარო სკოლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, განათლების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ, გახსნეს. აღნიშნული სკოლები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსდა და დაწესებულებებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ფონდის ეგიდით იმერეთის რეგიონში 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება და პროექტის შედეგად 10 000–მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო.   სკოლების რეაბილიტაციას აშშ-ის მთავრობა აფინანსებს, რისთვისაც 140 მლნ. დოლარი იხარჯება.   პროექტის ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. საერთო ჯამში, ქვეყნის ...

სრულად ნახვა

ტრიუმფით დაცული ჩემპიონის ტიტული

   სარაევოში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, 28-29 ოქტომბერს, ძიუდოში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. ინდივიდუალური ასპარეზობა ორ დღეს გაგრძელდა, 30-ში კი, პირველობა გუნდური დაპირისპირებით დაიხურება. საქართველოს ღირსებას ტურნირზე 13 სპორტსმენი იცავს, 9 ვაჟი და 4 გოგონა. ფავორიტი და გუნდის ლიდერი ტყიბულელი ფალავანი, უფროსებში მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი და ტურნირის 2021 წლის ჩემპიონი, ილია სულამანიძეა. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიში ილია ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც სლოვაკ ვიქტორ ადამს დაუპირისპირდა. ჩვენმა ჩემპიონმა პირველი შეხვედრა მოიგო, ადამი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალური საგზური მოიპოვა.   აქ მან გერმანელი მარვინ ბელცი მარტივად დაამარცხა და ნახევარფინალური შეხვედრა  იტალიელ ენრიკო ...

სრულად ნახვა

საკრებულომ გამგეობის ერთი წლის ანგარიში შეაფასა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მიმდინარე წლის, რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა, რომელსაც ამ ორგანოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, უძღვებოდა. დღის წესრიგით 7 საკითხის განხილვა განისაზღვრა, რომელთა შორის პირველი - გამგეობის 2016 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში იყო. იგი დეპუტაციას მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, წარუდგინა. მოხსენება გააკეთეს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმაც. საკრებულომ ყველა წარმოდგენილ პროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

,,ტყიბულას“ საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  ქალაქ ტყიბულში, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე მდინარე ,,ტყიბულას“ არსებული საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 377 გრძ.მეტრ მონაკვეთზე ბეტონის გარსაცმი ეწყობა. საქმიანობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „სარტყელი,“ აწარმოებს.   მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო. პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 141 ათას 268 ლარი იხარჯება. სამუშაოები სექტემბრის თვეში დაიწყო და მათი დასრულების ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერია. მარი ბაბუხადია https://youtu.be/znstaz45zQw  

სრულად ნახვა

მერმა ახლადდანიშნული სამსახურის უფროსები წარადგინა

  ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა. მას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, საკრებულოს წევრები, სამსახურების უფროსები, ა.(ა).ი.პ-ების დირექტორები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   თათბირის დასაწყისში მერმა, მერიის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ახლადდანიშნული ხელმძღვანელები, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, თეიმურაზ ცქიფურიშვილი და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ვახტანგ გვენეტაძე, წარადგინა და წარმატებები უსურვა მათ.   თემურ ჩუბინიძემ, მერიის სამსახურებისა და ა.(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, განიხილა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქალაქსა და სოფლებში მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, სხვადასხვა ღონისძიებები და აქტივობები.   მან განსაკუთრებული აქცენტები ინფრასტრუქტურული მიმართულებით გააკეთა. მარი ...

სრულად ნახვა

,,დავითობა“ გელათში

 დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება იმერეთის ეპარქიის სასულიერო პირებმა აღავლინეს. სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, ასევე,- ადგილობრივი თვითმმართველობისა და ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად, წმინდა მეფის საფლავს პატივი მიაგეს და იგი ყვავილებით შეამკეს. ყვავილებით შეამკეს, ასევე, გვირგვინოსანი მეფეების, სოლომონ I-ისა და სოლომონ II-ის საფლავები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის, ხსენების დღეს აღნიშნავს. იგი 1089 წელს, 16 წლის ასაკში, ავიდა ტახტზე, 36 წელი მეფობდა და 53 წლის ...

სრულად ნახვა

ელდინო საღარაძე მონოსპექტაკლით ტყიბულელი მაყურებლის წინაშე

  შემოქმედებითი კავშირის „გარასა“ და მისი წარმომადგენლის, გია კუბლაშვილის, ინიციატივით ტყიბულელი მაყურებლისათვის ლიტერატურული საღამო მოეწყო. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის თაეტრის მსახიობმა, ელდინო საღარაძემ, მონოსპექტაკლი „დიდოსტატის ნადიმზე“ წარმოადგინა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას პროზასა და გალაქტიონის პოეზიაზე იყო აგებული.   ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, ქალაქის საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა საპატიო სტუმარს და მას მისთვის საგანგებოდ დამზადებული სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა სამხატვრო სკოლაში

  ტყიბულის სამხატვრო სკოლაში კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. სკოლას გამოფენის დასათვალიერებლად მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ,სოფიო ბოჭორიშვილი, კულტურის სფეროს, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები ეწვივნენ.  აქ დამთვალიერებელს განსაკუთრებული ფერადი გარემო დახვდა. ხელმძღვანელმა პირებმა თითოეული კურსდამთავრებული მათ ნამუშევრებთან ერთად გაიცნეს, გაესაუბრნენ და თავიანთი შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს მათ.  საგამოფენო სივრცე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილ,120-მდე ნიმუშს ჰქონდა დათმობილი. მოსწავლეებს საკუთარი ,ინდივიდუალური ხედვა, სამყაროს განსაკუთრებული აღქმა, ემოციები, ფიქრები, განცდები თუ შემოქმედებითი უნარები, ფერწერით, გრაფიკით, კომპოზიციებით, ვიტრაჟული, თექისა თუ სხვა ნამუშევრებით, საინტერესოდ ჰქონდათ გადმოცემული. ...

სრულად ნახვა

„ანა-ბანას“ გაზაფხული

  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა გაერთიანება ვოკალურმა ჯგუფმა, „ანა-ბანამ,“ საგაზაფხულო ღონისძიება გამართა ქალბატონებისათვის. მარტის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღის, დედისა და ქალთა დღესასწაულების, აღნიშვნა საოცრად ფერად — მყუდრო სალონურ გარემოში მოხდა. გვირილებით “მოჩითულ” დეკორაციას მოზარდების თემატური „კოსტიუმები“ საოცრად ეხამებოდა და ახალისებდა.  

ტყიბულელი  თომა მიქიაშვილი იმერეთის თასის მფლობელია

  ტყიბულელი  თომა მიქიაშვილი  2009  -2010 წწ. დაბადებულ მოსწავლე მოკრივეთა  შორის , 40 კგ.წონით კატეგორიაში, იმერეთის თასის პირველობის გამარჯვებულია.

ტყიბულის ,,ორბი” კვლავ ,,ა"ლიგის  ჩემპიონატის ლიდერია

  ჩვენი ქალაქის საკალათბურთო გუნდმა- ტყიბულის ,,ორბი», რომელიც ჩემპიონობისათვის იბრძვის, მიმდინარე სეზონში ლიდერის პოზიცია პრინციპულ ტურში  გამარჯვებით გაიმყარა.

„დედა-შვილობა“ - კონცერტი ხელოვნების სკოლაში

    დედის დღეს, საუკეთესო ემოციური ფონის შესაქმნელად, ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, კონცერტი გაიმართა. მისი მთავარი გმირები სკოლის მოსწავლეები, დედებთან ერთად, იყვნენ. საოცრად ლამაზი და თბილი, პოზიტიური მუხტით სავსე ღონისძიება საესტრადო, საფორტეპიანო, საორკესტრო და ხალხურ საკრავთა განყოფილებების მიერ იყო მომზადებული. წამყვანებიც კი თემატურად — დედა-შვილი, ხატია გოგელაშვილი და სესილი სოფრომაძე, იყვნენ. შესრულდა ქართველ […]

95 წლის ტყიბულელი კოლორიტი

    „ღვაწლმოსილ პედაგოგს, საუკეთესო მუსიკოსსა და კომპოზიტორს, გამორჩეულ ადამიანს, კარგ ქართველსა და კარგ ტყიბულელს,“- ასეთი შინაარსის მადლობის სიგელი, 95-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად, ნოდარ ვახტანგაძეს, „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ სახელით, გადაეცა.

მსოფლიოს პირველმა ნომერმა წელი ოქროთი დაიწყო

  ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საამაყო ძიუდოისტი,- ილია სულამანიძე -100 კგ წონით კატეგორიაში, 6446 ქულით, მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. აღნიშნული მონაცემები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ), პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე ცვლილებაა ასახული. თუმცა, ამ წონით კატეგორიაში ქართველები წინა პოზიციას ინარჩუნებენ. ილია კვლავ წონითი კატეგორიის ლიდერია ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების კანდიდატებს შორის, როგორც საქართველოში, ისე,- […]

„ტყიბულის ორბი“ წარმატებით ასპარეზობს

  საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ „ტყიბულის ორბის,“ „ა“ ლიგის სეზონის, მეორე და მესამე ტურს ტყიბულის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც, სხვა გულშემატკივრებთან ერთად, გუნდს ადგილობრი ხელისუფლების წარმომადგენლები ქომაგობდნენ.  

„ბევრი, ძალიან ბევრი შრომა აუცილებელი პირობაა წარმატებისათვის,“ - მარიამ კუბლაშვილი

  29 წლის ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, საინტერესო იდეებისა და პროექტების შემოქმედი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ევროპულ სახელმწიფოში საგარეო და  უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს, ახლახან საერთაშორისო დონეზე, გერმანიის სახელით, ახალგაზრდული ატლანტიკური ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად იქნა არჩეული. ეს ტყიბულელი მარიამ კუბლაშვილია, საგარეო პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრი.