0224

ნაირა ბოჭორიშვილის გახსენება

    რა უცებ გავიდა ორმოცი დღე! გვენატრები ყველას - ოჯახის წევრებს, შვილებს, შვილიშვილებს, მეუღლეს.

  ნაირა, შენი გარდაცვალების ამბავი მეხის გავარდნას ჰგავდა. ჩვენთვის დაუვიწყარია ის 43 წელი, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად გაატარე. თავდაუზოგავი შრომითა და ღვაწლით გავზარდეთ ექვსი შვილი. 17 შვილიშვილს და ერთ შვილთაშვილს მოესწარი. სიცოცხლე გწყუროდა და მათი არსებობით ხარობდი. ყოველთვის ამბობდი - პენსიაზე რომ გავალ, მერე დავისვენებ და აღარაფერი მიჭირსო, მაგრამ განგებამ არ დაგაცალა და მოულოდნელად წაგვართვა შენი თავი.

  ჩვენო საყვარელო, აუტანელი აღმოჩნდა უშენობა, გაუსაძლისი და ცარიელია ყოველი დღე. შენ ხომ საოცრად გამრჯე და მზრუნველი მეოჯახე იყავი. ამიტომაც ასე გვაკლიხარ და გვენატრები. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

შენი ოჯახი