,,PIN-ი" ახალ სოციალურ პროექტს გამგეობასთან ერთად განახორციელებს

  ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) ახორციელებს  პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში.“ მიმდინარე წლის 11 მარტს ტყიბულის გამგეობაში ჩატარდა შეხვედრა.  „PIN-ის“ წარმომადგენელმა გამგებელს, ბატონ რობიზონ გვენეტაძეს, გამგებლის მოადგილეებს, გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსს და სხვა დაინტერესებულ პირებს მიაწოდა ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ.

  პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის,  ერთობლივი ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება, სოციალური ჩართულობის საკითხზე 2017-2018 წ.წ. სტრატეგიების შემუშავება და ოთხ მუნიციპალიტეტში (ტყიბული, ხონი, ზუგდიდი, გორი) არასამთავრობო ორგანიზაციებთან (TDDF) ერთად „PIN-ის“ სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა. პროექტი ორწლიანია და სტრატეგიის ჩამოყალიბების შემდეგ გათვალისწინებულია საგრანტო კონკურსის გამოცხადება.

  ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „PIN-ი“ ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2006 წლიდან მუშაობს და არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. შეხვედრაზე ორივე მხარის მიერ გამოითქვა მზაობა პროექტში აქტიური მონაწილეობის მიღებისა და სამომავლო თანამშრომლობისთვის.

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“

pini1    pini3

  

კომენტარები გამორთულია