„PIN-ის“ ახალ სოციალურ პროექტზე მემორანდუმი გაფორმდა

  ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) ტყიბულის მუნიციპალიტეტთან უკვე 10 წელია, თანამშრომლობს.

  ამჯერად, იგი სოციალურ პროექტს ახორციელებს, რომელსაც ევროკავშირი და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოწყვლადი ჯგუფების გაერთიანებით მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება მოხდა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.

  პრეზენტაცია „ლიტერატურულ კაფეში“ შედგა, რომელსაც მისიის ხელმძღვანელი, ლორიან გონი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, პასუხისმგებელი სხვა პირები და საზოგადოების დაინტერესებული წევრები ესწრებოდნენ.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “„PIN-ის“ ახალ სოციალურ პროექტზე მემორანდუმი გაფორმდა

  1. Уведомление: 2huntsman

კომენტარები გამორთულია