20

N1 სკოლა „მხიარული სტარტების“ გამარჯვებულია

  სპორტის სასახლეში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეგიდით, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა „მხიარულ სტარტებში“ შეჯიბრება ჩაატარა. მოძრავ თამაშებში ჩართულნი იყვნენ ქალაქის N1, N2, N3, N4, N6, N7 და ორპირის, გელათისა და კურსების საჯარო სკოლების მოსწავლეები.

  ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს N1 და N7 სკოლები დაუპირისპირდნენ, რომელშიც გამარჯვებული N1 საჯარო სკოლის გუნდი გამოვლინდა.

მარი ბაბუხადია