ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ტყიბულში, ელენე ლეშკაშელის სახელობის, N1 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის ღირებულება 783 ათასი ლარია.
მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, აღნიშნულ ორგანიზაციას ეწვია და ადმინისტრაციასა და აღსაზრდელთა მშობლებს ეს მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება და ახალ სასწავლო წელს აღნიშნული დაწესებულება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შენობით შეხვდება.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “N1 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაციისათვის 783 ათასი ლარი გამოიყო”
კომენტარები გამორთულია