zura-miqiashvili

,,flex-ის" გამარჯვებული N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა

                                                                                                           „FLEX-ის გამარჯვებული N1 სკოლის მოსწავლეა

 

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის, „FLEX-ის“, წლევანდელი გამარჯვებული N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ზურაბ  მიქიაშვილია. საერთაშორისო პროგრამა, რომელიც გათვლილია ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნისა და მათ შორის, საქართველოს, 14-დან 16 წლამდე ასაკის, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებზე.  მთლიანად ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და შანსს აძლევს ახალგაზრდებს, დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ ამერიკის მთავრობის სისტემა, იქაური ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა. „FLEX-ელები“ ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ  მასპინძელ ოჯახში.

გასული წლების განმავლობაში არაერთი ტყიბულელი გახდა აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული, შარშან კი ერთდროულად სამი მოსწავლე - N6 საჯარო სკოლიდან. წელს ზურაბ მიქიაშვილი ამ სტატუსით ჩვენი ქალაქის ერთადერთი წარმომადგენელი იქნება შტატებში, სადაც ოკლაჰომაში, ქალაქ ბეავერში გაემგზავრება.

 

ნათია მურუსიძე