15626441_1289909377745868_4413320107502090150_o

„CENN-ის“ პროექტით „გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის“ პრეზენტაცია შედგა

  „სასარგებლო წიაღისეულის სექტორში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა კავკასიაში“ - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის „CENN-ის“ ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჩართულობით, შეხვედრა გაიმართა.

  ღია განხილვის პრინციპით შედგა „გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის“ პრეზენტაცია. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რეგიონებში, სადაც, სამთო მოპოვებითი მრეწველობა ხორციელდება, ახალ რეგულაციებს აწესებს, რაც ეკოლოგიურ ექსპერტიზას გულისხმობს.

  „CENN-ი“ მსგავსი ტიპის შეხვედრებს ბოლნისსა და ჭიათურაშიც მართავს.

ნათია მურუსიძე