C ჰეპატიტი განაჩენი არ არის!

  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, საყოველთაო კამპანიის ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე, კოლეგებთან ერთად, ეწვია. მან იმ რეალურ შანსზე ისაუბრა, რასაც სახელმწიფო სთავაზობს თავის მოქალაქეებს ვირუსის დროულად გამოვლენასა და დასამარცხებლად. ამისათვის ყველა მუნიციპალიტეტში და მათ შორის, ჩვენთან, ხორციელდება სკრინინგ პროგრამა, რაც საშუალებას იძლევა, ერთ წვეთ სისხლზე ჩატარებული ტესტით, დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს. ამ ინფექციის დასამარცხებლად თითოეულ პაციენტზე 136 ათასი ლარის მედიკამენტი უფასოდ გაიცემა.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.