9maisi

9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნა

  ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი ტყიბულში, ტრადიციისამებრ, მეორე მსოფლიო ომის გმირის, გრიგოლ გაბრიაძის, ძეგლთან საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

  ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მეორე მსოფლიო ომის შვიდმა მონაწილემ, ადგილობრივი მთავრობისაგან, ფულადი საჩუქარი, - 100-100 ლარის ოდენობით, ტკბილეულით დატვირთულ სასაჩუქრე კალათასთან და მისალოც ბარათთან ერთად, მიიღო. თითოეულს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით სახელმწიფოსაგან 600-600 ლარი გადაეცა, რომელიც მათ საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ კუბლაშვილმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ, შალვა გაბრიაძემ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნელი ქარელმა, შინ მიუტანეს.

მარი ბაბუხადია