27 წელი აშორებს ქართველ ერს იმ ავბედით დღეს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია რუსული ორლესული ნიჩბებითა და მხუთავი აირით იქნა დარბეული. 1989 წლის 9 აპრილმა 20-მდე ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. ზუსტად 2 წლის თავზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
ტყიბულის 9 აპრილის სახელობის პარკში ამ დღეს ტრადიციული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქალაქის საზოგადოება ესწრებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელმა პირებმა დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ნათია მურუსიძე