8 თებერვალი, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე, იმერეთში განსაკუთრებულად იზეიმეს. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას გელათის სამონასტრო კომპლექსში ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, იმერეთის გუბერნიისა და ქუთაისის მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ სტუმრებმა გვირგვინოსანი მეფის საფლავს პატივი მიაგეს და იგი ყვავილებით შეამკეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა დღის მანძილზე დაგეგმილ სხვა ოფიციალურ ღონისძიებებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია