„ვკითხულობთ გალაკტიონს“

  შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ქართული პოეტური გენიისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიება, „ვკითხულობთ გალაკტიონს,“ გაიმართა. გალაკტიონ ტაბიძის დაბადების თარიღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობას ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. იგი ორ ასაკობრივ ჯგუფში - 8-დან 13 წლამდე და 13-დან 18 წლამდე მიმდინარეობდა. გალაკტიონის შემოქმედებიდან პოეტური ნაწარმოებები 23-მა მონაწილემ წარმოადგინა, რომელიც საჯარო სკოლებში ჩატარებული შიდა კონკურსების შედეგად შეირჩა. ღონისძიების მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა.

   ორგანიზატორების მიერ საუკეთესო მონაწილეები გამოვლინდნენ, რომელთაც დიპლომები გადაეცათ: სამი პირველ ასაკობრივ კატეგორიაში - მარიამ კანდელაკი (N6 სკოლა), გეგა კირკიტაძე (N6 სკოლა), ლუკა გაბელაშვილი  (N4); სამი კი, მეორე ასაკობრივ ჯგუფში - ნუცა ქასრაშვილი (N6 სკოლა), მარიამ საკანდელიძე (N6 სკოლა), თამარ ბახუტაშვილი (N4 სკოლა). გარდა ამისა, გაიცა სიგელები ცალკეულ ნომინაციებში: „საუკეთესო დეკლამატორი,“ „მაყურებლის სიმპათია,“ „ჟიურის სიმპათია,“ „ყველაზე არტისტული,“ „ნორჩი დეკლამატორი.“ ხოლო  სამახსოვრო ბარათები ყველა მონაწილემ მიიღო.

   ღონისძიებას ტრადიციულად სასახლის სასწავლო ნაწილის გამგე, მადონა ესებუა, უძღვებოდა.

 

ნათია მურუსიძე

 

80 thoughts on “„ვკითხულობთ გალაკტიონს“

  1. "선입금&예약금없는 후불제
    시그니처출장마사지 시그니처출장안마 입니다.
    자택 오피스텔 모텔 호텔 등 에서 이용가능하며
    경기 인천 서울 전지역 30분 이내
    방문 가능합니다" 출장안마

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.