ტყიბულის საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

  ტყიბულის ჭადრაკის ფესტივალი 2022-ის გამარჯვებულები და პრიზიორები სპორტის სასახლეში საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ. ფესტივალის დახურვის დასკვნით ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ: მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ზაზა ლომინაძე და საქნახშირის გენერალური დირექტორის მოადგილე, ავთანდილ ბოჭორიშვილი. აღნიშნულმა  ხელმძღვანელმა პირებმა დაჯილდოების ცერემონიაზე სხვადასხვა ასაკობრივ და ღია ტურნირში გამოვლენილ  მოასპარეზეებს თასები, მედლები, დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცეს, გამარჯვება მიულოცეს და  სამომავლო წარმატებები უსურვეს მათ.

  8 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული გახდა - სარა სალთხუციშვილი (თბილისი) II ადგილი - მარიამ მიგრიაულმა (ახალციხის მუნიციპალიტეტი), III კი, ანასტასია კიკვიძემ (ქუთაისი) მოიპოვეს. ვაჟებს შორის I ადგილი რობერტ ჩიღვინაძემ (ქუთაისი), II - ალექსანდრე ბერიშვილმა (თბილისი) ხოლო III ცოტნე არსენიძემ (ქუთაისი) დაიკავეს.

  10 წლამდე ასაკობრივ კატეგორიის გოგონებში გამარჯვებულები არიან: I ადგილი-ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი), II - მარიამ გიორგაძე (ქუთაისი), III - თეკლა არსენიძე (ქუთაისი) ამავე ასაკის ვაჟებს შორის კი, - I ადგილი - ლუკა ჩიღვინაძეს (ქუთაისი) II - გიორგი ბუხაიძეს (ქუთაისი) III კი, - იოანე სვანიძეს (ქუთაისი) ხვდათ.

  12 წლამდე ასაკის  გოგონებში გამარჯვებულები არიან: I ადგილი - ანანო კიტაძე (ქუთაისი), II - ბარბარე შუბითიძე (თბილისი), III - სალომე სალთხუციშვილი (თბილისი ). ამავე ასაკის ვაჟებში კი, - I ადგილი გიორგი არსენიძემ (ქუთაისი) II - ბექა ყვავაძემ (ტყიბული) ხოლო III - გიორგი წიკლაურმა (გორი) მოიპოვეს.

  გარდა ამისა დაჯილდოვდნენ მოჭადრაკეები ღია ტურნირში 14 წლამდელთა  შორის გამოყოფილი თითო-თითო პირველი ადგილის მოპოვებისთვის გოგონებში - მარიამ ჭიღლაძე (გორი), ხოლო ვაჟებში - გივი კახიძე (ტყიბული).

  ღია ტურნირში ქალთა შორის I ადგილი ბარბარე აშოთიამ (ქუთაისი), II - ქეთევან გუგეშაშვილმა (თბილისი) III კი - ნანო სახელაშვილმა (ქუთაისი) მოიპოვეს, ხოლო ვაჟთა შორის - I - ნიკოლოზ დარსაძემ (თბილისი), II - დავით ცქიფურიშვილმა (ტყიბული), III - ლუკა ნაცაურმა (თბილისი) დაიკავეს.

  ტყიბულის ჭადრაკის ფესტივალი სპორტის სასახლეში ერთი კვირის განმავლობაში, შვიდ ტურად, შვეიცარული სისტემით მიმდინარეობდა. მასში ჩართულნი იყვნენ 11 საჭადრაკო სკოლის 80-მდე წარმომადგენელი საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან და ქალაქებიდან: ტყიბული, თბილისი, ქუთაისი, გურჯაანი, გორი, ქარელი, ახალციხე, ჭიათურა, თერჯოლა, ამბროლაური, დედოფლისწყარო.

  დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ აქვე შედგა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში საჭადრაკო კლუბის დაარსების და ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობას შეეხება. მემორანდუმს ხელი, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გია გიორგაძემ მოაწერეს.

  ფესტივალი ტყიბულის, იმერეთისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,საქნახშირის" თანადგომითა და სპონსორიბით გაიმართა, ღონისძიების მხარდამჭერი იყო, ტყიბულის სპორტული ცენტრი. ტურნირს ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, იუზა დოლიძე, ხელმძღვანელობდა, მთავარ მსაჯობას კი, - საერთაშორისო არბიტრი, ალექსანდრე არსენიძე, უწევდა.

მარი ბაბუხადია

53 thoughts on “ტყიბულის საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

  1. UK News is the ability to instantly obtain information on any subject that one is curious about. It offers online news, written, oral and visual content that can be obtained with the help of the internet service. In order to call a news online news, that news must be presented with technological resources. It is also possible to access the news in newspapers, which are the written media news organ, online. Only available in online environments; There may also be news that are not included in the contents of the newspapers. This is due to the internet's ability to access unlimited resources. In addition, thanks to its wide range of information, it can give information that is not given in newspapers. However, due to the harmful aspects of the internet, online news can be dangerous in some cases. Internet news that is highly misleading is not news if it is unproven and unreliable. That's why you shouldn't trust online news right away. Online journalism, which can also be expressed as internet journalism, provides the opportunity to reach the desired information quickly in today's technology. It eliminates the need to wait for print newspapers, which are the product of traditional journalism, to get information about the developments in the country and the world.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.