14 დეკემბერს, ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში, უკვე ორი ათეული წელია, ტრადიციად დამკვიდრდა ისტორიული თარიღის აღნიშვნა, რომელიც ოკრიბის ტერიტორიაზე ოსმალთა სასტიკ დამარცხებას უკავშირდება. წელსაც, სკოლის პედკოლექტივის ორგანიზებითა და მოსწავლეების ჩართულობით, ხრესილობის 259-ე წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა, სადაც ადგილობრივებთან ერთად საპატიო სტუმრებიც იმყოფებოდნენ.
სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი თვითშემოქმედება აჩვენეს მაყურებელს და კიდევ ერთხელ შეახსენეს მათ ეს ისტორიული დღე.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია