შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილესთნ დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 2016 წლის 22 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ატარებს „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმთქმელთა კონკურსს.
2016 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია. იუნესკოს გადაწყვეტილებით ეს თარიღი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ტყიბულმა 50 წლის წინ 1966 წელს, რუსთაველის 800 წლისთავი გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნა.
კონკურსის მიზანია: საქართველოს მოსახლეობის ჩართვა და პოემის ზეპირადმთქმელთა გამოვლენა განურჩევლად ასაკისა. ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ამ ღირსშესანიშნავი ძეგლისადმი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. აგრეთვე, მასში ჩაერთვებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ჩატარების ვადა: კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 22 სექტემბერს ქ. ტყიბულში. ინფორმაცია კონკურსის შესახებ გავრცელდება მასმედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით.
განხორციელების მეთოდოლოგია: კონკურსი ჩატარდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში. კონკურსი გაიმართება ხუთ ეტაპად.
I ეტაპი - კონკურსანტის სურვილით შერჩეული თავის ზეპირად წაკითხვა.
II ეტაპი - ერთ წუთში მეტი აფორიზმის თქმა.
III ეტაპი - ჟიურის მიერ შერჩეული სტროფიდან გაგრძელება.
IV ეტაპი - ჟიურის მიერ მითითებული თავის ბოლო სტროფის ზეპირად წაკითხვა (მოფიქრების დრო 1 წუთი).
V ეტაპი - ჟიურის მიერ მითითებული ნებისმიერი სტროფის მესამე სტრიქონიდან სტროფის გამთლიანება (მოფიქრების დრო 1 წუთი).
I და II ეტაპში გამარჯვებულები, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას მომდევნო ეტაპებზე, დაჯილდოვდებიან სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან I, II და III ხარისხის პრიზებით.
პროექტის ორგანიზატორი: ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
საინფორმაციო პარტნიორი: „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი“,საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „რიონი“.
მსურველებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2016 წლის 6 სექტემბრამდე ელ. მისამართზე: laliisakadze57@gmail.com, kaxidzelela@mail.ru, ან დარეკონ საკონტაქტო ნომრებზე: 595 77 98 53; ან 551 55 14 21; ან 599 10 25 11.
შენიშვნა: სატელეფონო ზარით შევსებისას განაცხადს ავსებს ზარის მიმღები პირი.
მონაწილის განაცხადი
მე ------------------ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მცხოვრები საქართველოს ---------
(მუნიციპალიტეტი, სოფელი, საზღვარგარეთის რომელ ქვეყანაში), სურვილი მაქვს, მივიღო მონაწილეობა „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმთქმელთა კონკურსში, რომელიც გაიმართება 2016 წლის 22 სექტემბერს (მის: ქ. ტყიბული. კარლო ლომაძის მოედანი №5, მუნიციპალიტეტის თეატრის შენობა). მიუთითეთ, გესაჭიროებათ თუ არა სასტუმრო.
განაცხადს ვადასტურებ:
(განმცხადებლის გვარი, სახელი, ხელმოწერა)
თარიღი:
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის,
განათლების, კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
კომენტარები გამორთულია