215_0599_01.MP4.Still2445555

100%-ანი გრანტის მფლობელი ხუთი ახალგაზრდა დაჯილდოვდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 5 კურსდამთავრებული, რომლებმაც 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს მერიისა და საკრებულოსაგან ფულადი ჯილდოებით 200-200 ლარითა და სიგელებით დასაჩუქრდნენ.

  დაჯილდოების ცერემონიალი მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. მას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ფუნქციის შემსრულებელი, ირინე კორძაია, საჯარო სკოლების, შესაბამისი სამსახურების, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პედაგოგები და მშობლები.

  ღონისძიება, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენელს, მაია ბრეგაძეს, მიჰყავდა.

  მოწვეულ სტუდენტებს მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნული ჯილდოები გადასცეს, მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ. ასევე, მადლობა გადაუხადეს სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და მშობლებს. შეხვედრაზე სხვადასხვა აქტივობებში, ოლიმპიადებსა თუ საინტერესო პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობასა და წარმატებებზეც ისაუბრეს.

  2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვა N1 საჯარო სკოლის 2-მა კურსდამთავრებულმა: ქეთევან ჭანტურიძემ, (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბიზნეს ადმინისტრირება) ზურაბ მიქიაშვილმა, (თავისუფალი უნივერსიტეტი. მართვა და საზოგადოებრივი ურთიერთობები) ასევე, N6 საჯარო სკოლის 3-მა კურსდამთავრებულმა: ანი კახიძემ, (თავისუფალი უნივერსიტეტი. მართვა და საზოგადოებრივი ურთიერთობები) ლამარა მიქაბერიძემ, (თავისუფალი უნივერსიტეტი. მართვა და საზოგადოებრივი ურთიერთობები) ლადო მესხმა, (სანდიეგოს უნივერსიტეტი. კომპიუტერული მეცნიერებები).

  2017-18 სასწავლო წელს ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 196 კურსდამთავრებულია. აღსანიშნავია, რომ მათგან სულ 29, აქედან 20-ოქროსა და 9-ვერცხლის მედლის კანდიდატია, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, 5-მა 100%-იანი, 4-მა 70%-იანი, 17-მა მოსწავლემ, კი 50%-იანი გრანტი მიიღო.

მარი ბაბუხადია