საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, 2016 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს ინტელექტ-კლუბის, „რა, სად, როდის?“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ჩაატარა ჩემპიონატი სკოლის ასაკის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში, „რა, სად, როდის?,“ სახელწოდებით - „ჩვენი მკითხველი.“
ჩემპიონატის I ეტაპის, მუნიციპალური ტურის, გამარჯვებული - N6 საჯარო სკოლის ინტელექტუალთა გუნდი, „ჰიდრა,“ 2017 წლის 20 იანვარს, გაემგზავრა, ქ. ქუთაისში, რეგიონალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად, სადაც გახდა II საპრიზო ადგილის მფლობელი და მოიპოვა საგზური ფინალურ ტურში მონაწილეობის. ფინალური ტური კი გაიმართება, ქ. თბილისში, თებერვლის თვეში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის
კულტურის ობიექტების გაერთიანება“
კომენტარები გამორთულია