საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე გაფიცული მეშახტეების თხოვნით „საქნახშირის (ჯი-აი-ჯი) ჯგუფის" გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ჩხეიძეს, სასაუბროდ მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდა და უშუალოდ მოითხოვა განმარტება, თუ, რა ღონისძიებებს მიმართავდა ადმინისტარაციის ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საუბარში გამოიკვეთა, რომ შახტის ხელმძღვანელობა არ აპირებს ამ დრომდე მშრომელების ხელფასების გაზრდას და გაფიცულებს სამუშაო პროცესის აღდგენისაკენ მოუწოდებს.
ნანა რაზმაძე
კომენტარები გამორთულია