215_0599_01.MP4.Still100

„ჯვარი ვაზისა“ - თეატრ-სტუდიის პრემიერა

  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სახელობის საბავშვო სასულიერო თეატრ-სტუდია „ნატვრისთვალმა“ ერთმოქმედებიანი ლიტერატურული სპექტაკლის, „ჯვარი ვაზისას,“ პრემიერა წარმოადგინა, რომელიც ახლახანს გარდაცვლილ ახალგაზრდა მსახიობს, სანდრო ბუცხრიკიძეს, მიეძღვნა.

  ეს უკვე რიგით მეორე სპექტაკლია, რომელიც საბავშვო კოლექტივმა მაყურებელს უჩვენა, სადაც ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს, ცხოვრება და საქართველოში ქრისტიანობის ქადაგება იყო მოთხრობილი.

  სტუდიას მუნიციპალიტეტის თეატრის დირექტორი, რეჟისორი, ლალი კუბლაშვილი, ხელმძღვანელობს.

ნათია მურუსიძე