ხვალიდან ინსპექტირების ჯგუფი საქნახშირის პრობლემებს შეისწავლის

  გაფიცულ მეშახტეებთან საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კახაბერ კოჟორიძე, ჩამოვიდა. მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში სამმხრივი შეხვედრა შედგა, რომელსაც მეშახტეებთან ერთად ესწრებოდნენ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი. კახაბერ კოჟორიძემ აღნიშნა, რომ „საქნახშირის“ საკითხებს ინსპექტირების ჯგუფი შეისწავლის და არსებობს რესურსი ამ პრობლემების მოგვარებისა.

მარი ბაბუხადია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.