მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ კუბლაშვილმა, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად ჯალაღანიას ქუჩაზე წყლის რეზერვუარის მშენებლობაზე მონიტორინგი განახორციელეს.
ტყიბულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის მიმდინარეობა, 5 მილიონ 900 ათასი ლარის ღირებულებით, 2016 წელს დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შ.პ.ს. ,,საბა" ასრულებს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობა მაღალი ხარისხის სასმელ წყალს მიიღებს.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია