ძმუისში საბავშვო ბაღი გაიხსნა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელი აღზღდის დაწესებულებებს ახალი კერა დაემატა. საბავშვო ბაღი,  სოფელ ძმუისში, ადმინისტრაციული შენობის II სართულზე გაიხსნა.

  7 ათას 714 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. შესრულებული სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ  შ.პ.ს ,,ვუდ ჯორჯიამ“ აწარმოა.

  ახალ საბავშვო ბაღში ერთი ინტეგრირებული ჯგუფია, რომელშიც დღეისათვის 8 აღსაზრდელია. მნიშვნელოვანია, რომ სოფელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აქამდე არ ჰქონია.

  სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აღნიშნულ ობიექტს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, გადაეცა შესაბამისი ინვენტარი - მაგიდები, კარადები, სკამები, საწოლები, გაზქურა. აღსაზრდელებისათვის ასევე შეძენილ იქნა სათანადო სასწავლო ნივთები.

მარი ბაბუხადია

002 003

4 thoughts on “ძმუისში საბავშვო ბაღი გაიხსნა

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.