215_3036_01.MP4.Still001

ჩხეიძის ქუჩაზე სტადიონისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ჩხეიძის ქუჩაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 27 ათას 560 ლარს შეადგენს. კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ამხანაგობა „ფარაონი და კომპანია“ ახორციელებს. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით აქ ტერიტორია უკვე მავთულბადით შემოიღობა, სადაც 330 კვ.მ. ფართობზე სტადიონის მოასფალტება მოხდება, მოეწყობა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარებები. იქვე გვერდით დასასვენებელი და გასართობი სივრცე შეიქმნა ადგილობრივებისათვის. სკვერში დამონტაჟდა თანამედროვე ატrაქციონი პატარებისათვის. კეთილმოეწყო საფეხმავლო ბილიკი. გასუფთავდა და მოწესრიგდა გარემო. დარჩენილია მცირე ღონისძიებების გატარება და იგი, კარგი ამინდების შემთხვევაში, სრულყოფილ სახეს მიიღებს. პროექტის შესრულების ვადა კი მარტის ბოლომდეა.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ჩხეიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და პირადად გაეცნო იქ არსებულ ვითარებას.

ნათია მურუსიძე