ყურადღება!

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახარციელებს მოხალისეობის პროგრამას, „საქართველოს მოხალისეს“, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით. პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში, კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ 134 მოტივირებულ მოხალისეს (2 მოხალისეს თითო მუნიციპალიტეტიდან).
შერჩეული ახალგაზრდები მიმდინარე წლის მაისში გაივლიან მოხალისეობის უნარჩვევებთან დაკავშირებულ ხუთდღიან ტრენინგ-სემინარს და მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ საქართველოს მოხალისის სტატუსს.
მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესებულმა პირებმა ზემოთ აღნიშნულ პროგრამის განხორციელებაში მიიღოთ მონაწილეობა და მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ქ. ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი N3. საკონტაქტო ტელეფონი: 595 90 71 64.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

42 thoughts on “ყურადღება!

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.