15325280_728344640647976_6269340092041775765_o

ყურადღება, ვაკანსია!

  ტყიბულსა და თერჯოლაში დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები ღია საკონკურსო წესით შეირჩევიან!!!
ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ბიურო აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე.
ტყიბულის ბიუროს თანამშრომელი (2 ადგილი)
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საბაზისო კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office, Internet, IOS).
** საქართველოს ძირითადი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა;
ძირითადი ფუნქცები და მოვალეობები:
** მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის პრობლემების ადგილზე გაცნობა.
**კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან, პარლამენტის კომიტეტებთან, ფრაქციებთან, აგრეთვე სამინისტროებთან, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
**პოლიტიკურ გაერთიანებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობების ხელშეწყობა.
** ბიუროში შემოსული წერილების ფილტრაცია და საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის მიხედვით გადამისამართება;
** ოფისის მენეჯმენტი;
** ბიუროს სამუშაო კალენდრის ორგანიზება;
** დეპუტატის აქტივობების შესახებ ფოტო-ვიდეო და საინფორმაციო მასალის მომზადება;
** სატელეფონო ზარების და ელექტრონული ფოსტის მიღება.
** ბიუროს კორესპონდენციის მართვა;
** რაიონულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის დამუშავება დ ა პრესსამსახურის ინფორმირება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
** სასურველია, ინგლისური და რუსულიენების ცოდნა.
1. თქვენი CV;
2. ფოტოსურათი;
3. სამოტივაციო წერილი
4. სარეკომენდაციო წერილი

  განცხადებები მიიღება 2016 წლის 7 დეკემბრამდე.

  CV შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისმართზე-gotsiridzebiuro@gmail.com